მიწოდების წესები

მიწოდების წესები და პირობები

ვრცელდება
ჩვენი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ შეკვეთასა და მიწოდებაზე, რომელიც განხორციელდება „შპს აუტო ქეარ“-სა და მომხმარებელს შორის საიტზე autocare.ge

შეკვეთის განთავსება
სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტ-მაღაზიაში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, სადებეტო და საკრედიტო ბარათით. სადებეტო და საკრედიტო ბარათით: შეკვეთის გაფორმების შემდეგ გადახდა შესაძლებელია Visa და Master Card ბარათების საშუალებით.

მიწოდება
თბილისის ფარგლებში საკურიერო მომსახურება უფასოა. ტარიფების და პირობების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ მიწოდების ტარიფები. მსხვილ გაბარიტიანი ნივთების მიწოდების საფასური გამოითვლება ნივთის წონის და მისი მოცულობის მიხედვით.

საქართველოს მასშტაბით 0-5 კილოგრამამდე ამანათის მიწოდების საფასური შეადგენს 5 ლარს (5-10 კილოგრამამდე - 10 ლარს, და ა.შ.). ყოველ შენაძენზე პროდუქტის წონის და მისი მოცულობის მიხედვით მოხდება მიწოდების საფასურის კალკულაცია. მიწოდების ტარიფების და პირობების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ მიწოდების ტარიფები.

თბილისის ფარგლებში კურიერი სასურველ ნივთს მოგიტანთ საფასურის გადახდიდან მაქსიმუმ 3 დღის, ხოლო რეგიონებში 5 დღის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურიერის მომსახურებაში არ შედის ნივთის სახლის კარებამდე მიტანა (კურიერი დაგელოდებათ სადარბაზოსთან ან ეზოში).

უკან დაბრუნება
autocare.ge წარმოადგენს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს გამყიდველს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია, ხოლო მყიდველს შეიძინოს სასურველი ნივთი უსაფრთხო და დაცული კომუნიკაციების საშუალებით.

ონლაინ მაღაზია პროდუქტის ვებგვერდზე განთავსებამდე შეძლებისდაგვარად ახდენს მომწოდებლის გადამოწმებას, თუმცა კომპანია აუტო ქეარ ვერ გასცემს გარანტიას მომწოდებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. მომხმარებლის წინაშე მხოლოდ გამყიდველია პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული პროდუქტის მახასიათებლების სიზუსტეზე.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით autocare.ge არის შუამავალი გამყიდველსა და მყიდველს შორის.

ასევე autocare.ge ვერ იქნება პროდუქციის წარმომავლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავაში მოპასუხე მხარე.

თავის მხრივ autocare.ge ყოველი გაყიდული ნივთის შემთხვევაში არ ახორციელებს მყიდველის ანგარიშიდან თანხის ავტომატურ ჩამოჭრას, თანხა იბლოკება და მყიდველს ნივთის ჩაბარების მომენტიდან (როდესაც მას ნივთი გადაეცემა ფიზიკურად) ეძლევა 3 დღე. 3 დღის განმავლობაში თუ მყიდველს არ გააჩნია და არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია ნივთი ჩაითვლება საბოლოოდ გაყიდულად და შემდგომში მყიდველის მხრიდან არანაირი პრეტენზია არ მიიღება.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა (მყიდველმა) შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქციის მახასიათებლები, მომწოდებელი ვალდებულია გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი სასურველ პროდუქტში იმ შემთხვევაში თუ:
  1. მომხმარებელი გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების და ახალი შეკვეთის საფასურს და ამავდროულად შესაძენი სასურველი მოდელის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება მომწოდებლის მაღაზიაში;
  2. იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქციის ნაშთი არ იძებნება მომწოდებლის მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელის პროდუქცია არსებული თანხის (გადახდილი) ლიმიტის ფარგლებში;
  3. იმ შემთხვევაში თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი აღემატება შეცდომით შეძენილი პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზ
იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელმა შეცდომით გააგზავნა შეკვეთილი პროდუქტი: მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეცდომით გაგზავნილი პროდუქტის უკან ტრანსპორტირება და მისი შეკვეთილი პროდუქტით ჩანაცვლება საკუთარი სახსრებით.

ნივთის დაბრუნების შემთხვევაში საქონელი არ უნდა იყოს დაზიანებული, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სამომხმარებლო თვისებები, ქარხნული ეტიკეტები და სასაქონლო იერი, თუ საქონელი იყო ორიგინალურ შეფუთვაში შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული. გთხოვთ თქვენი ამანათი კურიერის თანდასწრებით გახსნათ, რათა დაზიანების შემთხვევაში პრეტენზია წაუყენოთ გადამზიდავ კომპანიას. ამ შემთხვევაში ინტერნეტ-მაღაზია გამოგიცვლით ნივთს ან აგინაზღაურებთ მის ღირებულებას.
შემდეგი