ანტიფრიზი / რადიატორის დანამატები

სორტირება:  
მაღალეფექტურია ყველა სახის ანტიფრიზის შემთხვვაში.
19.00 ₾
გამოაქვს ზეთი, ჭუჭყი, ნალექი, ტალახი გამაგრილებელი სისტემიდან.
22.00 ₾
ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს.
23.00 ₾
Gunk С616, გაბზარული "ბლოკის" და "გალოვკის" აღმდგენი.
19.00 ₾
გამოცდილია საქართველოში, მომხმარებლებისაგან შეფასებულია როგორც საუკეთესო.
20.00 ₾
გამაგრილებელი სისტემის გამოსარეცხი 325 მლ. (W45944)

მაღალეფექტურია ყველა სახის ანტიფრიზის შემთხვვაში. საგულდაგულოდ წმენდს გამაგრილებელ სისტემას. აცილებს ჟანგს, ნადებს, ნალექს.  არ აზიანებს რეზინის და ლითონის დეტალებს. ერევა ნებისმიერი სახის ანტიფრიზს. გამოიყენება ბენზინისა და დიზელის ძრავებში.

გამოყენების წესი:

ხმარების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. დაამატეთ პირდაპირ რადიატორში ან გაგრილების სითხის ავზში. საუკეთესო ეფექტისთვის გამოუშვით რადიატორიდან ძველი სითხე და აავსეთ ახალი წყლით, შემდეგ დაამატეთ გამოსარეცხი. გაათბეთ ძრავი (ჩართეთ გათბობა ისე, რომ ისარი იყოს HOT მაჩვენებელზე). ამუშავეთ ძრავი 10 წთ-ის განმავლობაში (ისარი უნდა იყოს ისევ HOT მაჩვენებელზე). გააჩერეთ ძრავი და გააგრილეთ. დაცალეთ სისტემა და გამორეცხეთ წყლით რამდენჯერმე, სანამ არ გასუფთავდება. დაკეტეთ სისტემა და შეავსეთ ანტიფრიზის ხსნარით. 1 ბოთლი (325 მლ) ყოფნის 12 ლიტრამდე ტევადობის სისტემას.

მაღალეფექტურია ყველა სახის ანტიფრიზის შემთხვვაში.
19.00 ₾
გამაგრილებელი სისტემის საწმენდი (ზეთისგან!!!) 325 მლ. (W25541)

გამოაქვს ზეთი, ჭუჭყი, ნალექი, ტალახი გამაგრილებელი სისტემიდან (იმ შემთხვევებშიც, როცა ზეთი ერევა წყალს შუასადების გადახურების გამო). არ აზიანებს რეზინის და ლითონის დეტალებს. ერევა ნებისმიერი სახის ანტიფრიზს. გამოიყენება ბენზინის, დიზელის, LPG ძრავებში.

გამოყენების წესი:

1 ბოთლი (325 მლ) ერევა 7 ლიტრ სითხეს. დაამატეთ პირდაპირ რადიატორში ან გაგრილების სითხის ავზში. გაათბეთ ძრავი (ისარი უნდა იყოს HOT მაჩვენებელზე). ამუშავეთ ძრავი 20 წთ-ის განმავლობაში. გააჩერეთ ძრავი და გამოუშვით სითხე. გამორეცხეთ წყლით, კიდევ ჩაასხით წყალი და ამუშავეთ 5 წთ (ისარი უნდა იყოს ისევ HOT მაჩვენებელზე). გააჩერეთ ძრავი, გამოუშით წყალი, ისევ გამორეცხეთ წყლით სრულ სისუფთავემდე. ჩაასხით ანტიფრიზის ხსნარი. ძლიერი დაბინძურებისას ეს პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ.  ჟანგისა და ნალექის მოსაშორებლად გმოიყენეთ Wynn’s Cooling System Flush.


გამოაქვს ზეთი, ჭუჭყი, ნალექი, ტალახი გამაგრილებელი სისტემიდან.
22.00 ₾
რადიატორიდან წვეთის შემაჩერებელი 325 მლ. (W55872)

აჩერებს რადიატორიდან მცირე წვეთას. გააჩნია ანტიკოროზიული მოქმედება. არ აზიანებს შუასადებებსა და რეზინის დეტალებს.

გამოყენების წესი:

გაათბეთ ძრავი, შეანჯღრიეთ ბოთლი. ჩაასხით გამაფართოებელ ავზში ან უშუალოდ რადიატორში. ამუშავეთ ძრავი 5 წუთი. 1 ბოთლი ყოფნის 5-დან 12 ლიტრამდე სითხეს.

აჩერებს რადიატორიდან მცირე წვეთას.
18.00 ₾
ცილინდრების ბლოკის აღმდგენი 325 მლ. (W72250)

ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს. მოქმედებს 30 წუთში. აღადგენს ბზარებს რკინის, ფოლადისა და ალუმინის ბლოკებში დემონტაჟის გარეშე. აჩერებს გაჟონვას შუასადებიდან. უძლებს მაღალ წნევას, წყლის წნევასა და ვიბრაციას. არ ახშობს მილებს. არ აღადგენს რეზინის შუასადებებს.

გამოიყენება ცილინდრების ბლოკის გარეგანი და შიდა ბზარებისთვის, რაც იწვევს წყლის გარე და შიდა გაჟონვას და გადასვლასზეთის სისტემაში ან წვის კამერაში. გამოიყენება თეთრი გამონაბოლქვის დროს!!გამოიყენება ყავისფერი შეფერილობის წყალ-ზეთის ემულსიის შემჩნევისას (ზეთის სახურავზე).

გამოყენების წესი:

რადიატორის ძველი სითხე შეცვალეთ წყლით. დაამატეთ Wynn’s Cooling System Flush, ამუშავეთ ძრავი 15 წუთის განმავლობაში. გამოუშვით სითხე და გამოავლეთ წყალი. შეავსეთ სისტემა ისევ წყლით. მოხსენით ზედა შლანგი და თერმოსატატი. შეანჯღრიეთ ბოთლი, თუ ძალიან ცივია შეათბეთ. ჩაასხით სითხე თერმოსატის მოხსნის ადგილას. 325 მლ ყოფნის 8 ლიტრ წყალს. დააბრუნეთ ყველა დეტალი თავის ადგილას გარდა თერმოსტატისა!შეავსეთ წყლის დონე წყლით. გაათბეთ ძრავი. ამუშავეთ 15-20 წუთი. შეამოწმეთ წყლის ტემოერატურა. გააჩერეთ და გააციეთ ძრავი. გამორეცხეთ რადიატორი და შეავსეთ ანტიფრიზისა და წყლის ნარევით. დააბრუნეთ თერმოსტატი თავის ადგილას.

ნაპრალები ცილინდის კედელში:ჩაატარეთ იგივე პროცედურა, დაზიანებული ცილინდრიდან მოხსენით აალების სანთელი ან დიზელის გამათბობელი. თუ რამდენიმე ცილინდრია დაზიანებული, თანდათანობით მოხსენით სანთლები, 5-5 წუთით.

დიდი ზომის ნაპრალების შემთხვევაში:ჩაატარეთ იგივე პროცედურა, მაგრამ Wynn’s-ის სითხე დატოვეთ გამაგრილებელ სისტემაში 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ გამოუშვით.


ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს.
23.00 ₾
C616 გაჟონვის საწინააღმდეგო ძრავის ბლოკის (C616)
Gunk С616, გაბზარული ძრავის "ბლოკის" და "გალოვკის"აღმდგენი. აღადგენს ძრავის "ბლოკის" და "გალოვკის" ბზარებს. გამოიყენეთ ავტომობილის, ტრაქტორის, დიზელის და სხვა ინდუსტრიული ტექნიკის ძრავისთვის. გამოყენების წესი: 1. დაელოდეთ ძრავის გაგრილებას და მოხსენით რადიატორს ხუფი. 2. დაელოთდეთ გამაგრილებელი სითხის სრულად გაგრილებას. 3. არ შეურიოთ ანტიფრიზს, გამოუშვით ანტიფრიზი სისტემიდან და შეინახეთ შემდგომი გამოყენებისთვის. 4. გამორეცხეთ ძრავის გაგრილების სისტემა წყლით. 5. შეავსეთ გაგრილების სისტემა წყლით. 6. დაუმატეთ გაგრილების სისტემას С616 - ი, დაახურეტ ხუფი რადიატორს. 7. დაქოქეთ ძრავი და 5-10 წუთით ამუშავეთ მაღალ ტემპერატურაზე. 8. დაცალეთ გაგრილების სისტემა და დაელოდეთ 1.5 საათი. 9. გამორეცხეთ ძრავის გაგრილების სისტემა წყლით. 10. შეავსეთ გაგრილების სისტემა ანტიფრიზით. გამოყენების ყველა პირობის სრულად დაცვის შემთხვევაში, გაჟონვის საწინააღმდეგო საშუალება არ შეაფერხებს ძრავში გამაგრილებელი სითხის ცირკულაციას. წვის კამერაზე ბზარის შესაკეთებლად, ძრავის დაქოქვამდე, მოხსენით კამერის კუთვნილი აალების სანთელი.
Gunk С616, გაბზარული "ბლოკის" და "გალოვკის" აღმდგენი.
19.00 ₾
C312 გაჟონვის საწინააღმდეგო წყლის რადიატორის 325 მლ. (C312)
GUNK C312 ძრავის გამაგრილებელი სითხის რადიატორიდან გაჟონვის საწინააღმდეგო, მაღალეფექტული თხევადი საშულება. აჩერებს ძრავის რადიატორიდან გამაგრილებელი სითხის გაჟონვას. არ იწვევს გამაგრილებელი სითხის ცირკულაციის დარღვევას.

გამოყენების წესი:

1. დაელოდეთ ძრავის გაგრილებას და მოხსენით რადიატორს ხუფი.
2. თუ რადიატორი  ჭუჭყიანი და ჟანგიანია გაწმინდეთ სისტემა (GUNK C1412 - ით რადიატორის გამოსარეცხი საშუალებით).
3. დაქოქეთ ძრავი და დააცადეთ გათბობა.
4. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
5. მცირე პორციებით  ჩაასხით სითხე რადიატორში, ამუშავეთ ძრავი  გაჟონვის შეჩერებამდე.
6. დამატებით, 10-15 წუთის განმავლობაში ნუ გამორთავთ ძრავს.

მსუბუქი ავტომობილისთვის საკმარისია ერთი ბოთლი, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის ორი.



გამოცდილია საქართველოში, მომხმარებლებისაგან შეფასებულია როგორც საუკეთესო.
20.00 ₾
გვერდზე      ჩვენება 1 > 6 დან 6 ( 1 გვერდების)
  • 1