მთავარი მონაცემები:
სიმძლავრე: 1200/1400/2100 ვტ.
რგოლის დიამეტრი: 125 მმ.
ბრუნვის რაოდენობა: 4000-10000 ბრ/წთ.
სიჩქარის რეგულატორი: დიახ.
"DNIPRO-M" GS-140SE ელექტრო კუთხსახეხი - მძლავრი და ინოვაციური მოდელია. მუდმივი სიჩქარის შენარჩუნების ფუნქცია გაძლევთ სტაბილური სამუშაოს საშუალებას ნებისმიერი დატვირთვისას, ვენტილაციონური კანალების ორმაგი დამცავი საფარი კი, გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ მოცემული ხელსაწყოთი რთულ სამშენებლო პირობებში. მოცემული ელექტრო კუთხსახეხი იდეალური არჩევანია პროფესიონალური გამოყენებისთვის: ხანგრძლივი ჭრისა და მოხეხვისთვის(10 საათამდე დღეში).
GS-140SE ელექტრო კუთხსახეხი ადვილად ჭრის არმატურას 25 მმ_მდე დიამეტრით, ლითონის ფურცელს 10 მმ_მდე, ფილებს, ქვას, კერამიკას, აგურს და გაზის ბლოკებს. ასევე ხელსაწყო შეეფერება მაღალი სიმკვრივის რკინა-ბეტონთან სამუშაოებს.
1400 ვატის მქონე მძლავრი ძრავი საშუალებას გაძლევთ გაჭრათ 14 მმ_იანი არმატურა მხოლოდ და მხოლოდ 2.1 წამში და გაწმინდოთ 1 მეტრამდე შენადუღები ზედაპირები 2.3 წუთში.
დაცვის სტანდარტებთან ერთად, რომლებიც აქვთ საბაზისო მოდელებს (RS ტიპის მტვრის საკისრები, ლაქით დაფარული როტორი) GS-140SE– ს დაემატა ძრავის არმირებული დაცვა რომელიც იცავს სტატორს დაზიანებისგან ქვაზე და ბეტონზე მუშაობისას.
ჩამონტაჟებული სიჩქარის მარეგულირებელი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ხელსაწყო სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისათვის, სხვადასხვა მასალებთან.
რგოლის დამცავის სწრაფი ფიქსაცია აადვილებს პოზიციის შეცვლას დამატებითი საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს სამუშაო დროს.
დენის შემზღუდავი (ნელი გაშვების) ფუნქცია ამცირებს ელექტროენერგიის დატვირთვას მოწყობილობის ჩართვისას, რაც ხელს უშლის მის სწრაფ ცვეთას და ასევე ზრდის საკისრების ექსპლუატაციის ვადას.
კორპუსის დავიწროვებული ფორმა საშუალებას გაძლევთ კომფორტულად დაიჭიროთ ინსტრუმენტი. ასევე ხელსაწყოს აქვს დამატებითი ორპოზიციანი დარეზინებული სახელური, სწრაფად ცვლადი რგოლის დამცავი და 3 მეტრი სიგრძის რეზინის სადენი, რაც ქმნის საგრძნობ კომფორტს ხანგრძლივი მუშაობის დროს.