მოდელის მახასიათებლები
"DNIPRO-M" GS-98 ელექტრო კუთსახეხი - მოდელი რომელიც ოპტიმალური დოზით აერთიანებს სიმძლავრეს, დაბალ წონასა და მობილობას. ინსტრუმენტის კონსტრუქცია ხელს უწყობს კომფორტულ და საიმედო მუშაობას, თუნდაც ერთი ხელით. ინსტრუმენტი იდეალურია სიმაღლეზე ჭრილების გასაკეთებლად და მჭიდრო სივრცეში გამოსაყენებლად. მოცემული მოდელი გამოირჩევა ხმაურისა და ვიბრაციის დაბალი დონით.
დანიშნულება
ეს მოდელი კარგი არჩევანია საშინაო საქმეებში გამოყენებისთვის: სარემონტო, აგარაკებზე და ავტოფარეხებში შესასრულებელი სამუშაოებისთვის. GS-98 ადვილად ჭრის არმატურას 14 მმ_მდე, მეტალს 3 მმ_მდე, ფილებს, ქვას, კერამიკას, აგურს. ასევე აღნიშნული მოდელი გამოიყენება რკინისა თუ სხვა ზედაპირების მოსახეხად.
სიმძლავრე
980 ვატის მქონე მძლავრი ძრავი საშუალებას გაძლევთ გაჭრათ 14 მმ_იანი არმატურა მხოლოდ და მხოლოდ 3.7 წამში და გაწმინდოთ 1 მეტრამდე შენადუღები ზედაპირები 3.5 წუთში.
საიმედოობა
RS დახურული ტიპის, მტვრისგან დაცული საკისრები, იცავს ხელსაწყოს დაზიანებებისგან მტვერით და პატარა ნაწილაკებით, რომელიც ხვდება კონსტრუქციაში მუშაობის პროცესში.
კომფორტი სამუშაო პროცესში
ინსტრუმენტი შესანიშნავად თავსდება ხელში, 185 მმ წვრილი სახელურისა და 265 მმ სიგრძის წყალობით.