Main Menu

Menucool McMenu

Wynn’s

დაალაგეთ:  
ხელის საწმენდი პასტა ბუნებრივი მიკროგრანულებით. (W77405)

 ბუნებრივი, დეგრადირებადი ხელის საწმენდია, რომელიც არ შეიცავს ნავთობს. არ საჭიროებს წყალს.აცილებს ზეთს, ცხიმს, ბიტუმს, საღებავს, წებოვან მასას. არ ახდენს წყლის მილების ბლოკირებას.შეიცავს ალოეს, ლანოლინს და ჟოჟობას ხელის დასარბილებლად. აქვს ციტრუსის სუნი, რადგან შეიცავს ფორთოხლის ექსტრაქტს. პასტის გამოყენების შემდეგ ხელები არ რჩება წებოვანი.

 გამოყენების წესი: დაისხით პასტა ჭუჭყიან ხელებზე და შეიზილეთ კარგად, სანამ ჭუჭყი არ გაიხსნება ბოლომდე. გაიწმინდეთ ნაჭრით და შემდეგ დაიბანეთ ხელები წყლით.

49.00₾
ავტომატური კოლოფიდან წვეთის შემაჩერებელი. (W64544)

ზეთში ხსნადი დანამატია, აჩერებს და ხელს უშლის ზეთის წვეთას და აადვილებს სიჩქარის გადართვას. განაახლებს რეზინის დეტალებს, წმენდს დ იცავს სისტემას, ხელს უშლის დაჟანგვასა და კოროზიას.

შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ საჭის ჰიდრავლიკისთვის, რომლებიც მუშაობს ATF-ზე.

შეგიძლიათ იხმაროთ ყველა სახის ავტომატური კოლოფის ზეთთან (ATF), მათ შორის Dexron II, III ან VI, Ford, LHM და ა.შ.

გამოყენება: დაუმატეთ ATF-ს, არ გადაავსოთ, 1 ბოთლი ერევა 6.5 ლ-მდე სითხეს.

საჭისთვის_დაამატეთ 50 მლ/ლიტრზე.

წონა: 325 მლ.

25.00₾
დიზელის ტურბოს საწმენდი. (W32092)

 წმენდს დიზელის ყველანაირი ძრავის გაჭედილ ტურბოს. წმენდს ტურბოს წებოვან ღრუებს. აშორებს დაგროვილ ნახშირს ტურბინიდან მისი დაშლის გარეშე.  აშორებს ნალექს დიზელის კატალიზატორს და კარგად წმენდს EGR  სარქველს. აღადგენს ძრავის სიმძლავრეს და ამცირებს ჭვარტლის გამონაბოლქვს.

გამოყენების წესი:  ჩაამატეთ მხოლოდ საწვავის ავზში! დაამატეთ 1 ბოთლი მინიმუმ 40 ლიტრ დიზელს.

წონა: 500 მლ.

55.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W22710)

სპეციალურად შემუშავებულია დიზელის დენადობის გასაძლიერებლად დაბალ ტემპერატურაზე, და ასევე, ცვილის (პარაფინის) კრისტალების წარმოქმნის ასაცილებლად.

გამოყენების წესი: დაამატეთ საწვავის ავზს, სანამ მთლიანად აავსებთ. 1 ბოთლი (250 მლ) ყოფნის 250 ლიტრ დიზელს.

მოყვება საზომი რეზერვუარი.

წონა: 250 მლ.

20.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W22795)

გააჩნია ორმაგი ეფექტი:
1. აძლიერებს დიზელის დენადობას დაბალ ტემპერატურაზე.

2. ხელს უშლის ცვილის (პარაფინის) კრისტალების წარმოქმნას და მათ დაგროვებას საწვავის ავზში.არ აზიანებს დეტალებს. ერევა ნებისმიერი სახის დიზელს.

გამოყენების წესი: დაამატეთ პირდაპირ საწვავის ავზში. საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ, სანამ დიზელის ტემპერატურა 5°C-ზე ქვემოთ დაეცემა. 1 ლიტრი ყოფნის 1000 ლიტრ დიზელის საწვავს (ანუ საჭიროა მხოლოდ 0.1%, ანუ 1/100).

წონა: 1 ლ.

70.00₾
საქარემინიდან ყინულის მოსაშორებელი. (W32514)

სწრაფად ადნობს და აშორებს ყინულს პარპრიზიდან, ფარებიდან, სარკეებიდან. უზრუნველყოფს საუკეთესო მხედველობის არეს. არ შეიცავს სპირტს.

გამოყენების წესი: შეასხით უშუალოდ მოყინულ ზედაპირს. აცალეთ, რომ სითხე ჩავიდეს სიღრმეში. მოაცილეთ დამდნარი თოვლი.

 წონა: 500 მლ.

20.00₾
ჰაერის გამწმენდი (მოლეკულური ტექნოლოგიის). (W29601)

ანეიტრალებს ცუდ სუნს მანქანაში მოლეკულურ დონეზე ქიმიური რეაქციის საშუალებით. ანეიტრალებს სიგარეტის,ყავის, პიცის, კარტოფილი-ფრის, ვანილის, ფორთოხლის სუნს, ასევე ადამიანის ექსკრემენტების სუნს. ის არამხოლოდ კარგ სუნს გამოსცემს, არამედ შლის ჰაერში არსებულ სპეციფიური სუნის მქონე მოლეკულებს. აქვს ნაზი პიტნის სუნი, რომელიც სწრაფად ქრება. არ ტოვებს ლაქებს. გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი.

გამოყენებამდე დააცარილეთ საფერფლეები, გადაყარეთ ჭუჭყიანი ნივთები. შეაფრქვიეთ სალონის ცენტრში. ხელი დააჭირეთ სპრეის, სანამ ის გამოსცემს ტკაცუნის ხმას. სპრეი გააქტიურდება და ავტომატურად გამოაფრქვევს აეროზოლს. დატოვეთ მანქანა და დახურეთ კარ-ფანჯარა. შეფრქვევა გრძელდება საშუალოდ 2 წუთი. ამოიღეთ ბალონი მანქანიდან და 5 წუთით გააღეთ ფანჯრები. თუ სუნი ძალიან გამჯდარია მანქანაში, გაიმეორეთ პროცედურა. თუ ზედაპირებზე დარჩება ნესტი, მშრალი ხელსახოცით მოაშორეთ. თუ სარკეზე დარჩა რაიმე კვალი, მოაშორეთ შუშის საწმენდით.

გაფრთხილება! არ შეასხუროთ საკვებსა და სასმელს!

წონა: 100 მლ.

15.00₾
ძრავიდან ზეთის წვეთის შემაჩერებელი. (W50672)

ქიმიური ნივთიერებების სპეციალური ნაზავი, რომელიც შექმნილია ძრავის ზეთის გაჟონვისა და წვეთების შესაჩერებლად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ძრავის ნეოპრენის, რეზინის ბეჭდების და ო-რგოლების გამოშრობისა და შეკუმშვის შედეგად.

ხელს უშლის და აჩერებს ძრავის ზეთის გაჟონვას დემონტაჟის გარეშე.
აღადგენს რეზინის და ნეოპრენის ზეთის საბეჭდი რგოლებისა და ო-რგოლების ელასტიურობას.
ზეთობს და ინარჩუნებს ძრავის ლუქებს კარგ მდგომარეობაში.
არ იმოქმედებს ძრავის ზეთის სიბლანტეზე ან მუშაობაზე.

თავსებადია ყველა მინერალურ და სინთეზურ ძრავის ზეთებთან და შესაფერისია რეგულარული და დაბალი SAPS გამოყენებისთვის. რეკომენდებულია მანქანების ყველა ბენზინის, LPG და დიზელის ძრავებისთვის და სტაციონარული აღჭურვილობისთვის.

ჩართეთ ძრავა ცირკულაციისთვის. მართეთ მანქანა ნორმალურად. მიეცით 200 მილი/300 კმ-მდე, რათა ძრავის გაჩერების გაჟონვა იყოს სრულად ეფექტური.

წონა: 325მლ.

22.00₾
მაყუჩის აღსადგენი (შესალესი). (W10804)

გამოიყენება მაყუჩის აღსადგენად. აღადგენს მცირე ნახვრეტებსა და ნაპრალებს. უძლებს 1000°-მდე ტემპერატურას.

გამოყენების წესი :  მოხმარების წინ დეტალები კარგად გაწმინდეთ და მოაშორეთ ჟანგი. დანის საშუალებით წააცხეთ დაზიანებულ ადგილს. შემდეგ ჩართეთ ძრავი და ამუშავეთ რამდენიმე წუთი. თუ საჭიროება მოითხოვს, დაარბილეთ მასა წყლით.

წონა: 250 გ.

18.00₾
სილიკონის შესაზეთი. (W52579)

სილიკონზე დამზადებული შესაზეთი საშუალება. უზრუნველყოფს მშრალ შეზეთვას, ამცირებს სტატიკურ ელექტრობას, ხელს უშლის მასალების შეწებებას. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. არ იკარებს წყალსა და ნესტს. ამცირებს მასალების ცვეთას. გამჭვირვალე და უხილავია.

თავსებადია სხვადასხვა მასალისთვის, როგორიცაა  პლასტიკი ლითონზე, ხეზე, ლითონი ლითონზე, რეზინა და სხვა, ასევე მანქანის ელექტროდეტალებისთვის, შუშებისა და კარების ჩაყინვის საწინააღმდეგოდ.

გამოყენება:  აეროზოლი მარტივია მოსახმარად. შეასხურეთ ზედაპირს. გადაანაწილეთ რბილი ნაჭრის საშუალებით.

30.00₾
ჯაჭვის შესაზეთი. (W66479)

ძლიერ წებოვანი შესაზეთი, სიღრმეში კარგად აღწევს, წყალგაუმტარია. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. ამცირებს ხახუნსა და ცვეთას. ხელს უშლის ნადების წარმოქმნას. მდგრადია ცივი, ცხელი და მარილიანი წყლის, ტალახის, თოვლჭყაპის მიმართ. არ ატარებს დენს. აქრობს ჭრიალსა და ჭრაჭუნს.

გამოიყენება მოტოციკლეტებისა და ველოსიპედების ჯაჭვის შესაზეთად სოფლის მეურნეობის დანადგარებში, ამწევ მექანიზმებში, საკეტებში, ასაწევ ფანჯრებში, ჯაჭვიან კონვეიერებში, გადაბმულობებში. 

გამოყენება: გაასუფთავეთ დეტალები, მოაშორეთ ჭუჭყი. შეზეთვის შემდეგ აცალეთ აორთქლება.

30.00₾
დაქოქვის გასაადვილებელი. (W58055)

აადვილებს ცივ სტარტს დიზელისა და ბენზინის ძრავებისთვის. იცავს აკუმულატორს გადატვირთვისგან.

გამოიყენება ყველა ტიპის ორ- და ოთხტაქტიანი ძრავებისთვის, ასევე მცირე ძრავებისთვის, ჯაჭვიანი ხერხებისთვის,  ბალახის საკრეჭისთვის.

გამოყენების წესი:  შეასხურეთ სითხე პირდაპირ ჰაერის ფილტრის შემშვებში და მაშინვე დაქოქეთ. ბენზინის ძრავის შემთხვევაში მსუბუქად დააჭირეთ აქსელერატორს ფეხი, ხოლო დიზელის ძრავის შემთხვევაში არ არის საჭირო არც წინასწარ გახურება და არც აქსელერატორის გამოყენება.

წონა: 200 მლ.

18.00₾
ცილინდრების ბლოკის აღმდგენი. (W72250)
აღადგენს (ავსებს) ბზარებს დემონტაჟის გარეშე
ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს. მოქმედებს 30 წუთში. აღადგენს ბზარებს რკინის, ფოლადისა და ალუმინის ბლოკებში დემონტაჟის გარეშე. აჩერებს გაჟონვას შუასადებიდან. უძლებს მაღალ წნევას, წყლის წნევასა და ვიბრაციას. არ ახშობს მილებს. არ აღადგენს რეზინის შუასადებებს.
გამოიყენება ცილინდრების ბლოკის გარეგანი და შიდა ბზარებისთვის, რაც იწვევს წყლის გარე და შიდა გაჟონვას და გადასვლას ზეთის სისტემაში ან წვის კამერაში. გამოიყენება თეთრი გამონაბოლქვის დროს!! გამოიყენება ყავისფერი შეფერილობის წყალ-ზეთის ემულსიის შემჩნევისას (ზეთის სახურავზე).
გამოყენება:
----------------
რადიატორის ძველი სითხე შეცვალეთ წყლით. დაამატეთ Wynn’s Cooling System Flush, ამუშავეთ ძრავი 15 წუთის განმავლობაში. გამოუშვით სითხე და გამოავლეთ წყალი. შეავსეთ სისტემა ისევ წყლით. მოხსენით ზედა შლანგი და თერმოსტატი. შეანჯღრიეთ ბოთლი, თუ ძალიან ცივია შეათბეთ. ჩაასხით სითხე თერმოსატის მოხსნის ადგილას. 325 მლ ყოფნის 8 ლიტრ წყალს. დააბრუნეთ ყველა დეტალი თავის ადგილას-გარდა თერმოსტატისა! შეავსეთ წყლის დონე წყლით. გაათბეთ ძრავი. ამუშავეთ 15-20 წუთი. შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. გააჩერეთ და გააციეთ ძრავი. გამორეცხეთ რადიატორი და შეავსეთ ანტიფრიზისა და წყლის ნარევით. დააბრუნეთ თერმოსტატი თავის ადგილას.
ნაპრალები ცილინდის კედელში: ჩაატარეთ იგივე

პროცედურა, დაზიანებული ცილინდრიდან მოხსენით აალების სანთელი ან დიზელის გამათბობელი. თუ რამდენიმე ცილინდრია დაზიანებული, თანდათანობით მოხსენით სანთლები, 5-5 წუთით.
დიდი ზომის ნაპრალების შემთხვევაში: ჩაატარეთ იგივე 
პროცედურა, მაგრამ Wynn’s-ის სითხე დატოვეთ გამაგრილებელ სისტემაში 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ გამოუშვით. 
22.00₾
ჰაერის კონდიციონერის გამწმენდი. (W30202)

წმენდს და სუნს აშორებს ჰაერის კონდიციონერს_როგორც მანქანის, ასევე ოთახის. ამცირებს ალერგიულ რეაქციებს.

არ გამოიყენოთ, როგორც არომატიზატორი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ პოზიციაში.

1 ცალი ბალონი შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-ჯერ.

გამოყენების წესი:

მეთოდი N1: (ძრავისკენ შესხურება)tu

ამოიღეთ სალონის ფილტრი. ჩართეთ ჰაერის ნაკადი მხოლოდ ცენტრალური ვენტილაციის მიმართულებით. ჩართეთ ECO რეჟიმი (თუ აქვს მანქანას), გამორთეთ კონდიციონერი. ტემპერატურა დააყენეთ „ცივზე“. ჩართეთ გარე ჰაერის შემოტანის რეჟიმი შებერვის მაქსიმუმზე. შეანჯღიეთ ბალონი. შეასხურეთ სუფთა ჰაერის შემშვებში,რომელიც, როგორც წესი, არის მგზავრის მხარეს. შეასხით 3 წუთის განმავლობაში 3 წამიანი ინტერვალებით.

 მეთოდი N2: (მძღოლის ფეხებთან შესხურება): 

ჩართეთ ECO რეჟიმი (თუ აქვს მანქანას), ჩართეთ ჰაერის ნაკადი მხოლოდ ცენტრალური ვენტილაციის მიმართულებით. გამორთეთ კონდიციონერი. ჩართეთ ჰაერის შებერვა მაქსიმუმზე. ტემპერატურა დააყენეთ „ცივზე“. ჩართეთ რეცირკულაციის რეჟიმი. შეანჯღიეთ ბალონი. შეასხურეთ მძღოლის ფეხებთან, მარჯვნივ, ანუ მგზავრის მხარეს. შეასხურეთ 1 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ყველაფერი. დაელოდეთ 10 წუთი და შემდეგ ჩართეთ კონდიციონერი.  
წონა: 250მლ.

30.00₾
ბენზინის სისტემის საწმენდი. (W29793)
ბენზინის ძრავების საწვავის სისტემის საწმენდი. წმენდს და შეზეთავს შემფრქვევებს (ინჟექტორებს), აღადგენს მათი შეფრქვევის ხარისხს, იცავს გაჭედვისგან EGR სარქველს. აღადგენს ზრავის სიმძლავრეს, აუმჯობესებს სტარტს. აცილებს ნადებს წვის კამერიდან და სარქველებიდან. იძლევა საწვავის ეკონომიას.

გამოიყენეთ ბენზინის შემფრქვევებიანი (ინჟექტორებიანი) ან კარბურატორიანი მანქანებისთვის, ასევე ჰიბრიდული მანქანებისთვის.

გამოყენების წესი:  ოპტიმალური ეფექტისთვის შეურიეთ 500 მლ სითხე 60 ლიტრ ბენზინს. ძლიერ დაბინძურებული ძრავებისთვის შეურიეთ 500 მლ სითხე 30 ლიტრ ბენზინს.

წონა: 500 მლ.

50.00₾
ბენზინის შემფრქვევების („ინჟექტორების“) საწმენდი. (W55972)

ეს არის მრავალფუნქციური საწვავის დანამატი ბენზინის ძრავების ინექციური სისტემის ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.ასუფთავებს ინჟექტორებს, საწვავის ტუმბოს და ინახავს მათ სისუფთავეს. ხელს უშლის ვენტილების, წყალგაყვანილობის და წვის კამერებზე დალექვას. აუმჯობესებს ძრავას ცივ ამინდში გაშვებას. აფერხებს ”არათანაბარ” დუნობას და ჩაქრობას აჩქარების დროს. აღადგენს საწვავის ატომების ოპტიმალურ პარამეტრებს. ასხივებს ინჟექტორებს, ვენტილებს, ტუმბოს და ცილინდრების ზედა ნაწილს აუმჯობესებს წვას და ძრავას მუშაობას იცავს საწვავის სისტემას ჟანგისგან და კოროზიისგან ამცირებს CO და CH დონეს აგრძელებს საწვავის ინჟექციის სისტემის ხანგრძლივობას

გამოყენების წესი: საწვავის ავზში დაამატეთ ინჟექტორიs გამწმენდი ბენზინის ძრავებისთვის ყოველ 4000 კმ – ზე, სასურველია საწვავის შევსებამდე.
1 ბოთლი 325 მლ საკმარისია 70 ლიტრამდე ბენზინის დასამუშავებლად.

20.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი ბენზინის ძრავებისთვის. (W35792)

 შემუშავებულია სპეციალურად ევროპაში მიღებული გამონაბოლქვის ტესტირების რეგულაციების შესაბამისად. გააჩნია 4 სახის მოქმედება: მაღალი კონცენტრაციის ფორმულით სრულად წმენდს საწვავის სისტემას, ამაღლებს შიდაწვის ეფექტურობას და შესაბამისად ძრავის სიმძლავრეს, წმენდს ინჟექტორებს, აუმჯობესებს მათ შეფრქვევას, ასუფთავებს კატალიზურ კონვერტორსა და ბენზინის ნაწილაკების ფილტრს, მნიშვნელოვნად ამცირებს CO-სა და HC-ს გამონაბოლქვს. 

 გამოიყენება ბენზინის მათ შორის პირდაპირი შეფრქვევისა და ჰიბრიდულ ძრავებში.

 გამოყენების წესი:დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) სავსე ავზს (მინიმუმ 30 ლიტრს). გაატარეთ მინიმუმ 50 კმ ტესტირებამდე. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ავზის ყოველი მე-3 შევსებისას და 150კმ-ის გავლის შემდეგ მიიღებთ ოპტიმალურ შედეგს.შედეგი დამოკიდებულია მანქანის ასაკზე, გავლილ კილომეტრაჟზე და მოვლის ხარისხზე!!!


წონა: 12x500 მლ.

50.00₾
კატალიზატორის კონვერტორისა და ჟანგბადის სენსორის საწმენდი. (W25692)

ყველა სახის ბენზინისა და ჰიბრიდული ძრავებისთვის. აღადგენს და ხელს უწყობს კატალიზატორის კონვერტორისა და ლამბდა-სენსორის ოპტიმალურ მუშაობას. გააჩნია ორმაგი ეფექტი: აალებამდე და აალების შემდეგ. აშორებს ნალექსა და ჭუჭყს, ამცირებს გამონაბოლქვს, ხელს უწყობს CHECK (OBD) ნათურის ჩაქრობას. აუმჯობესებს საწვავ-ჰაერის ნარევის თანაფარდობას. განსაკუთრებით საჭიროა ქალაქში მოძრაობისას.

გამოყენების წესი: 1 ბოთლი (500მლ) ჩაამატეთ მინიმუმ 30 ლიტრ ბენზინს. პროფილაქტიკისთვის 1 ბოთლი ჩაამატეთ საწვავის სავსე ავზს. 

წონა: 500 მლ.

48.00₾
"ოქროს ფორმულა" დიზელის სისტემის საწმენდი. (W76401)

ქიმიური გამწმენდი აალების გაუმჯობესების ეფექტით. გააჩნია სამმაგი მოქმედება:

1.ზრდის ძრავის სიმძლავრეს.

2. ამცირებს საწვავის ხარჯს.

3. ამცირებს შაც გამონაბოლქვს. ასევე, აუმჯობესებს აალებას, რაც ზრდის ძრავის სიმძლავრეს და აუმჯობესებს აჩქარებას, ასუფთავებს და იცავს დიზელის ინჟექტორულ სისტემას, არ აზიანებს კატალიზატორს. ამცირებს ძრავის ხმას,  ამცირებს დეპოზიტების წარმოქმნას, აქვს დაჟანგვისა და კოროზიის საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოიყენება ყველა სახის დიზელის ძრავებისთვის.

გამოყენების წესი; დაუმატეთ 1 ბოთლი სავსე ბაკს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ საწვავის ავზის ყოველი მე-3 შევსებისას.

წონა: 500 მლ.

40.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W12293)

სწრაფად და სრულად წმენდს საწვავ სისტემას. იცავს მაღალი წნევის შეფრქვევის სისტემებს (TDI, HDI…). კარგად წმენდს შემფრქვევებს (ინექტორებს) და აუმჯობესებს მათი შეფრქვევის ხარისხს. აღადგენს ძრავის სიმძლავრეს, აუმჯობესებს სტარტს, იცავს EGR-ს დაბინძურებისგან.ესადაგება ევრო5/ევრო6 სტანდარტებს. არ აზიანებს სისტემის დეტალებს.

 გამოყენების წესი; 1 ბოთლი ერევა 60 ლ საწვავს. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში შეურიეთ 30 ლიტრ საწვავს. ვარგისია უხუფო საწვავის ფილტრებისთვისაც.

წონა: 500 მლ.

48.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W25241)
კონცენტრირებული სითხე დიზელის საწვავი სისტემის გასაწმენდად, ისხმება საწვავის ფილტრში. ამცირებს შავ გამონაბოლქვს, აღადგენს საწვავის შეფრქვევას, ამცირებს ნამწვს შიდაწვის კამერაში, აღადგენს კომპრესიას და აუმჯობესებს წვას. ასუფთავებს საწვავის ტუმბოს და შეზეთავს მას. გამოიყენება დიზელის ყველანაირი ძრავისთვის - როგორც ტურბოკომპრესორით, ასევე მის გარეშე.

გამოყენების წესი: ამუშავეთ ძრავი, გამორთეთ, მოხსენით საწვავის ფილტრი, გადმოასხით საწვავი ფილტრიდან და ჩაასხით შიგნით ბოთლის შიგთავსი (არ ჩაასხათ საწვავის ბაკში!!!). თუ საჭიროა, დაამატეთ ფილტრში საწვავი. დააყენეთ ფილტრი და ჩართეთ ძრავი. მაშინვე დაიწყეთ მოძრაობა, გაიარეთ მინიმუმ 3 კმ საშუალო სიჩქარით. გამოიყენეთ ყოველ 12 თვეში ერთხელ.

წონა: 325 მლ.

17.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W46754)

წმენდს და შეზეთავს დიზელის საწვავის სისტემის ტუმბოებსა და შემფრქვევებს (ინჟექტორებს). აუმჯობესებს შეფრქვევას, რაც იძლევა უკეთეს წვას. ამცირებს შავ, ჭვარტლიან გამონბოლქვს. ამცირებს საწვავის ფილტრის დაბინძურებას. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. ამცირებს დიზელის კაკუნის ხმას.  არ აზიანებს კატალიზატორებს და ფილტრებს.

დიზელის ყველა ძრავებითვის ტურბოთი ან ტურბოს გარეშე.

გამოყენების წესი:  დაამატეთ 325 მლ მინიმუმ 20 ლიტრ დიზელის საწვავს. დაამატეთ ყოველი მე-3 საწვავით შევსებისას.
წონა: 325 მლ.

21.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი დიზელის ძრავებისთვის. (W35392)

შემუშავებულია სპეციალურად ევროპაში მიღებული გამონაბოლქვის ტესტირების რეგულაციების შესაბამისად. გააჩნია 4 სახის მოქმედება: მაღალი კონცენტრაციის ფორმულით სრულად წმენდს საწვავის სისტემას, ამაღლებს შიდაწვის ეფექტურობას და შესაბამისად ძრავის სიმძლავრეს, წმენდს ინჟექტორებს, აუმჯობესებს მათ შეფრქვევას, ასუფთავებს კატალიზურ კონვერტორსა და დიზელის ნაწილაკების ფილტრს, მნიშვნელოვნად ამცირებს გამონაბოლქვს. 

 გამოყენების წესი:დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) სავსე ავზს (მინიმუმ 30 ლიტრს). გაატარეთ მინიმუმ 50 კმ ტესტირებამდე. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ავზის ყოველი მე-3 შევსებისას და 150კმ-ის გავლის შემდეგ მიიღებთ ოპტიმალურ შედეგს.

შედეგი დამოკიდებულია მანქანის ასაკზე, გავლილ კილომეტრაჟზე და მოვლის ხარისხზე!!!

წონა: 12x500 მლ.

50.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი დიზელის ძრავებისთვის . (W50393)

ამცირებს გამონაბოლქვს დიზელის მანქანებიდან, სიმძლავრეს მატებს მათ ძრავებს, იძლევა საწვავის ეკონომიას. თავიდან აგაცილებთ დიზელში წყლის შემცველობის უარყოფით ეფექტებს. აუმჯობესებს საწვავის ნარევის წვას. იცავს შემფრქვევებს (ინჟექტორებს) ჩაჭედვისგან.

გამოყენების წესი: დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) დიზელის საწვავის ავზს, მინიმუმ 30 ლიტრ დიზელს. საუკეთესო შედეგისთვის დაუმატეთ ტექდათვალიერებამდე 150 კმ-ით ადრე. 

წონა; 500მლ.

48.00₾
"ოქროს ფორმულა" ძრავის დანამატი. (W77101)

ქიმიური მოქმედების, იხსნება ყველა სახის ზეთში, აქვს ორმაგი მოქმედება:

1.ზრდის კომპრესიას 30%-ით. 2. ამცირებს ცვეთას 40%-ით.

ზრდის ძრავის სიცოცხლის ხანგრძლივობას დაჟანგვის, ხახუნისა და ცვეთის შემცირების ხარჯზე. ამაღლებს კომპრესიას და სიბლანტის ინდექსს. ამცირებს დეპოზიტების წარმოქმნასა და დაგროვებას. ინახავს ზეთის სისტემას სუფთა მდგომარეობაში. ამცირებს გამონაბოლქვს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ზეთისთვის, ასევ „”low SAPS”-ის შემთხვევაში.

გამოყენების წესი: დაუმატეთ ძრავის ზეთს, უმჯობესია ზეთის შეცვლიდან მალე. ეცადეთ, რომ არ გადაავსოთ. ერთი ბოთლი (500 მლ) ერევა 4-6 ლიტრ ზეთს.

წონა: 500 მლ.

45.00₾
ძრავის გამოსარეცხი. (W51272)

მაღალკონცენტრირებული სარეცხი საშუალება ძრავისა და შესაზეთი სისტემის შიგნიდან გამოსარეცხად ზეთის შეცვლის პროცესში.

ხსნის და სუსპენზიის სახით გამოაქვს ჭუჭყი და ნადები კარტერიდან და ძრავის ზედა ნაწილიდან. ხელს უშლის ჭუჭყის შეწებებას და გაჭედვას. იცავს ძრავს შემდგომი გაჭუჭყიანებისგან. ლითონის ზედაპირებზე წარმოქმნის ხახუნის შესამცირებელ და ცვეტის შემაჩერებელ აპკს. ერევა ყველა სახის ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს.

გამოყენების წესი: გამოიყენება ბენზინის, დიზელისა და LPG ძრავებისთვის, ასევე მხოლოდ (!) მექანიკური კოლოფებისთვის, დიფერენციალისა და რედუქტორისთვის.

1 ბოთლი (325 მლ) დაუმატეთ 3-6 ლიტრ ზეთს ზეთის შეცვლამდე (!). ამუშავეთ ძრავი 15 წთ, ან გაიარეთ 15 კმ სხვადასხვა სიჩქარით. შეცვალეთ ზეთი და ფილტრი.

მექანიკური კოლოფისა და დიფერენციალისთვის: დაუმატეთ ზეთის 5% მოცულობით. მართეთ ავტომობილი 1-8 საათი. შემდეგ გამოდევნეთ ძველი ზეთი და შეავსეთ ახლით.

წონა: 325 მლ.

16.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W71851)

ახდენს წყლის აბსორბციას როგორც დიზელიდან, ასევე ბენზინიდან. წმენდს ინჟექტორებს, იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. იცავს კარბურატორსა და საწვავის ფილტრს გაყინვისგან.აადვილებს მანქანის დაქოქვას ცივ ამინდში. განაპირობებს საწვავის ეკონომიას. მატებს სიმძლავრეს.

არ აზიანებს ტურბოს და კატალიზატორს.

გამოიყენება ნებისმიერი დიზელისა და ბენზინის ძრავისთვის, ტურბოთი ან ტურბოს გარეშე.

გამოყენების წესი: საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ, სანამ დიზელის ტემპერატურა 5°C-ზე ქვემოთ დაეცემა. დაუმატეთ 1 ბოთლი (325 მლ) სავსე ბაკს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ 6 თვეში ერთხელ. 

წონა: 325 მლ.

30.00₾
ინჟექტორების გამწმენდი (აპარატისთვის). (W76695)

წმენდს საწვავ სისტემას ჩაჭედილი ჭუჭყისა და ნალექისგან, შემფრქვევ სისტემას აშორებს ნახშირის ნადებს, ლაქს. გამოიყენეთ WYNNS-ის საწვავის სისტემის საწმენდი აპარატის საშუალებით სისტემის დაშლის გარეშე. აუმჯობესებს შეფრქვევას, ზრდის კომპრესიას ცილინდრებში საწვავ-ჰაერის თანაფარდობის ოპტიმიზაციის ხარჯზე. ათავისუფლებს სარქვლებს.

თავსებადია ბენზინისა და ჰიბრიდული ძრავებისთვის.

აუმჯობესებს მფრქვევანებისა და საწვავის ტუმბოს მდგომარეობას.

არ ჩაამატოთ საწვავის ავზში! 

გამოყენება: გამოიყენეთ მხოლოდ WYNNS-ის საწმენდი აპარატის საშუალებით. არ ჩაამატოთ საწვავის ავზში!

1 ლიტრი ყოფნის 4-ცილინდრიანი ძრავის 1 გაწმენდის პროცედურას. პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 45-60 წუთს შეადგენს. რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება ყოველ 20-30 000 კმ-ზე (ან 400-600 სამუშაო საათზე).

წონა: 1ლ.

45.00₾
ბენზინის სრული სისტემის საწმენდი. (W33693)

წმენდს საწვავ სისტემას მთლიანად. ამცირებს ნახშირჟანგისა (CO) და ნახშირწყალბადის (HC) გამონაბოლქვს. აუმჯობესებს წვას, იძლევა საწვავის ეკონომიას, ზრდის ძრავის სიმძლავრეს, წმენდს მფრქვევანებს („ინჟექტორებს“) და აუმჯობესებს მათ შეფრქვევას. იცავს გამონაბოლქვის რეცირკულაციის (EGR) სარქველს დაბლოკვისგან. წმენდს კატალიზატორს და ბენზინის ნაწილაკების ფილტრს (PF).

აუმჯობესებს მფრქვევანების, სარქვლების, გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლის (EGR), კატალიზატორის კონვერტორის, ტურბოსა და წვის კამერის მდგომარეობას.

თავსებადობა: გამოიყენება ყველა სახის ბენზინის ძრავებისთვის, მათ შორის ჰიბრიდული, GDI და TGDI ძრავებისთვის.

გამოყენება: დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) სავსე ავზს (მინიმუმ 30 ლიტრს, მაქსიმუმ 60 ლიტრს.). გაატარეთ მინიმუმ 150 კმ ტესტირებამდე. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ავზის ყოველი მე-3 შევსებისას ან ყოველი 3000 კმ-ის გავლის შემდეგ. შედეგი დამოკიდებულია მანქანის ასაკზე, კილომეტრაჟზე და მოვლის ხარისხზე!

წონა: 500 მლ.

48.00₾
სამმაგი მოქმედების ბენზინის სისტემის საწმენდი. (W70759)

ბენზინის სრული სისტემის ქიმიურად საწმენდი სითხე სამმაგი ეფექტით:

  1. განაპირობებს სრულყოფილ წვას ძრავში
  2. ამცირებს საწვავის მოხმარებას
  3. ამცირებს გამონაბოლქვს

 აუმჯობესებს მფრქვევანების, საწვავის ავზისა და ტუმბოს, გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების, კატალიზატორის კონვერტორისა და ტურბოს მდგომარეობას.

თავსებადობა: გამოიყენება ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული ძრავებისთვის.

 წონა: 325მლ.

გამოყენება: დაამატეთ 1 ბოთლი სავსე ბაკს (ჰყოფნის 60 ლ საწვავს). საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ყოველ 3000 კმ-ზე  ან საწვავის ავზის ყოველი მე-3 შევსებისას.
20.00₾
"ოქროს ფორმულა" ბენზინის სისტემის საწმენდი. (W70701)

მაღალი სიმძლავრის ქიმიური გამწმენდი საშუალება წვის გაუმჯობესების ეფექტით. გააჩნია სამმაგი მოქმედება: 1.ზრდის ძრავის სიმძლავრეს. 2. ამცირებს საწვავის ხარჯს. 3. ასუფთავებს მფრქვევანების სისტემას.

ასევე, ამცირებს ძრავის ხმას,  აუმჯობესებს აჩქარებას, ამცირებს გამონაბოლქვს, ასუფთავებს და იცავს მფრქვევანების სისტემას, არ აზიანებს კატალიზატორს.

აუმჯობესებს მფრქვევანების, წვის კამერის, საწვავის ავზისა და ტუმბოს, კატალიზატორის კონვერტორის მდგომარეობას.

თავსებადობა: გამოიყენება ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული ძრავებისთვის.

გამოყენება: ერთი ბოთლი დაუმატეთ მინიმუმ 30 ლიტრ ბენზინს საწვავის ავზში. გამოიყენეთ ყოველ 3000 კმ-ზე ან საწვავის ავზის ყოველი მე-3 შევსებისას.

წონა: 500 მლ.

40.00₾
ჰაერის გამწმენდი ოზონით მანქანის ინტერიერში (აპარატით). (W31705)

მანქანის ინტერიერში სუნის გამქრობი ოზონის საშუალებით.

ანეიტრალებს ცუდ სუნს მოლეკულურ დონეზე. ანეიტრალებს სიგარეტის, ცხოველების, ხახვის, ნივრის, ადამიანის ექსკრემენტების, ობის სუნს. მიღებული ეფექტი ხანგრძლივია. სუნს კი არ ნიღბავს, არამედ სრულებით აქრობს. აშორებს სუნს ნაჭერს, ხალიჩას, ფარდებს.

გააჩნია სწრაფი ეფექტი. მოხმარების შემდგომ მომენტალურად აქრობს ოზონს, ამიტომ მანქანის მოხმარება შესაძლებელია დაუყოვნებლივ. არატოქსიური და არააალებადია. ტოვებს ნაზ და სასიამოვნო სურნელს. არ ტოვებს ლაქებს.

წონა: 60 მლ

20.00₾
რადიატორიდან წვეთის შემაჩერებელი (დიდი მანქანებისთვის). (W45695 )

სითხე აჩერებს რადიატორიდან, გამაგრილებელი და გამათბობელი სისტემებიდან მცირე წვეთას, ასევე_ძრავის ხუფის შუასადებიდან. გააჩნია ანტიკოროზიული მოქმედება. არ აზიანებს შუასადებებსა და რეზინის დეტალებს.

თავსებადია ყველა სახის ანტიფრიზთან, ასევე OAT (ორგანულ მჟავებზე დამყარებული  ტექნოლოგიის) გამაგრილებელ სითხეებთან.

გამოიყენება ბენზინის და ბენზინის-ჰიბრიდულ, დიზელისა და დიზელის-ჰიბრიდულ, თხევად გაზზე მომუშავე მანქანებში.

გამოიყენება, ასევე, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.

გამოყენება: დაამატეთ პირდაპირ გამაგრილებელ სისტემაში პროპორციით: 0.3-დან 0.6 ლიტრამდე 10 ლიტრ გამაგრილებელ სითხეზე.

თუ გამაგრილებელი სისტემა ძლიერ დაბინძურებულია, წინასწარ გამორეცხეთ Wynn’s გამაგრილებელი სისტემის გამოსარეცხი სითხით (Wynn’s Cooling System Flush, W45944).

სჯობს დაამატოთ გახურებულ ძრავზე, როცა ტემპერატურის ისარი დგას Hot მაჩვენებელზე. ამუშავეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

წონა: 1 ლ.

48.00₾
ნაკაწრების მოსაშორებელი. (W42603)

უნივერსალური პროდუქტი, ამოყავს ზედაპირული ნაკაწრები და ლაქები ნებისმიერი სახის საღებავიდან. არ აზიანებს საღებავს.

ეფექტურია ფარების რესტავრაციისთვისაც!

გამოსაყენებლად მარტივია.

მცირე ზომისაა, ამიტომ მოსახერხებელია მანქანაში შესანახად.

გამოყენება: წინასწარ გაწმინდეთ ზედაპირი. მოხმარების წინ ტუბი შეანჯღრიეთ. პროდუქტის მცირე მოცულობა გადაიტანეთ რბილ, მშრალ ნაჭერზე, და შემდეგ წაუსვით დაზიანებულ ადგილს და მცირე ზეწოლით წრიული მოძრაობებით დაამუშავეთ ზედაპირი მანამ, სანამ დაიწყებს სრობას. დააყოვნეთ გაშრობამდე (არაუმეტეს 5-7 წუთისა!). აიღეთ მეორე სუფთა, რბილი ნაჭერი და გააპრიალეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.                                

წონა: 150 მლ.

17.00₾
უნივერსალური საწმენდი (ზეთის ნადებისგან). (W41103)

მძლავრი საშუალება ზეთის, ცხიმის, ფისის, ცვილის მოსაშორებლად. ეფექტურად წმენდს ძრავის, მოტოციკლეტის ჯაჭვის და ნებისმიერი ლითონის ზედაპირებიდან.

წყალში ხსნადია უფრო მარტივი გამოყენებისთვის. ზედაპირზე დიდხანს ჩერდება, არ ჟონავს, ამიტომ მეტხანს აქვს კონტაქტი გასაწმენდ ზედაპირთან და შესაბამისად ეფექტურად წმენდს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ზედაპირებს.

გამოყენება: შეასხით სითხე გასაწმენდ ზედაპირს 20-30 სმ მანძილიდან და დააყოვნეთ 2-3 წუთით. ჩამორეცხეთ წყლით ან გაწმინდეთ ჯაგრისით და შემდეგ ნაჭრით. გაიმეორეთ პროცედურა საჭიროების შემთხვევაში.

წონა: 500 მლ 

22.00₾
მანქანის ტორპედოს და ეკრანების საწმენდი. (W41703)

სპეციალურად შემუშავებულია თანამედროვე მანქანების ინტერიერის ზედაპირებისა და ეკრანების, მათ შორის „თაჩ-სქრინების“ გასაწმენდად.

დამზადებულია წყლის ბაზაზე, არ აზიანებს ზედაპირებს, არ შეიცავს ამიაკსა და სილიკონს, არ აქვს მძაფრი სუნი.

გამოყენება: შეასხით პირდაპირ გასაწმენდ ზედაპირს, შემდეგ გააპრიალეთ მშრალი ნაჭრით.

დელიკატური ზედაპირების გასაწმენდად სითხე შეასხით ჯერ ნაჭერს და შემდეგ ნაზად გაწმინდეთ.

წონა:500 მლ

17.00₾
შუშის საწმენდი (წყლის ბაკში) ვარდისფერი. (W45201)

კონცენტრირებული სითხე საქარე მინის საწმენდი სისტემისთვის. აშორებს ჭუჭყსა და მწერების ნარჩენებს საქარე მინიდან და ფარებიდან. არ აზიანებს საღებავსა და რეზინის დეტალებს. არ ტოვებს თეთრ კვალს.

გამოყენება: მაღალი კონცენტრაციის გამო საკმარისია განზავება 1:20-თან. ანუ, 50 მლ სითხე განაზავეთ 1 ლიტრ წყალში, შესაბამისად_250 მლ ჰყოფნის 5 ლიტრ წყალს. ჩაასხით შესაბამისი თანაფარდობით საქარე მინის სითხის ბაკში, შეავსეთ წყლით.

25.00₾
ზედაპირების ჰიდროალკოჰოლური საწმენდი. (W43161)

ჰიდროალკოჰოლური ფორმულა ეფექტურად ასუფთავებს მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა ზედაპირს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.

შეიცავს 85%-ზე მეტ ალკოჰოლს.

არ აზიანებს ზედაპირს. არ შეიცავს ამიაკს. არ ტოვებს ლაქებს.

გამოყენება: შეასხით პირდაპირ გასაწმენდ ზედაპირს 20-30 სმ მანძილიდან. დააყოვნეთ 30-60 წმ, შემდეგ გააპრიალეთ მშრალი ნაჭრით.

   დელიკატური ზედაპირების გასაწმენდად სითხე შეასხით ჯერ ნაჭერს და შემდეგ ნაზად გაწმინდეთ. ელექტროდეტალები გაწმენდის წინ გამორთეთ.

25.00₾
დიზელის EGR-ის საწმენდი. (W23379)
ყველა სახის დიზელის ძრავის ჰაერის შემწოვი სისტემის საწმენდი აეროზოლი.
  • დაუყოვნებლივ წმენდს ჰაერის შემწოვ სისტემას, ჰაერმზომს, შემავალ სარქვლებსა და EGR-ის (გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების) სისტემებს.
  • ბალონიდან აეროზოლი იფრქვევა ძლიერი ნაკადით, რაც განაპირობებს წმენდი მაღალ ხარისხს.
  • ხსნის ნახშირის, წებოს, ფისის დეპოზიტებს.
  • ხსნის ნახშირის, წებოს, ფისის, ლაქის დეპოზიტებს.

არ აზიანებს საწვავი სისტემის დეტალებს. თუ მოხვდა შეღებილ ზედაპირს, დაუყოვნებლივ ჩამორეცხეთ წყლით.

აუმჯობესებს მფრქვევანების,  გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების (EGR-ის), საწვავის ავზისა და ტუმბოს, სარქვლებისა და წვის კამერის მდგომარეობას.

თავსებადობა: ყველა სახის დიზელისა და დიზელის ჰიბრიდული    ძრავებისთვის.

გამოიყენეთ ჰაერის მიმღები სისტემისთვის, შემშვები სარქვლების, ჰაერის ხარჯვის სენსორის, EGR-ის (გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების), ტურბინებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დამაგრძელებელი მილაკი რამდენიმე ნახვრეტით.

25.00₾
პირდაპირი შეფრქვევის (DI) სისტემის სარქვლების საწმენდი. (W28879)

მძლავრი საწმენდი ქაფი, შემუშავებულია_რათა სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მოვაშოროთ ნახშირის ნადები და სხვა დაბინძურება ჰაერის შემკრები სისტემიდან, შემშვები სარქვლებიდან, სარქვლების „უნაგირებიდან“ და წვის კამერიდან. სწრაფად აღადგენს ჰაერის ცირკულაციას და ძრავის სიმძლავრეს.

  • წმენდს სარქვლების ღერძებსა და „უნაგირებს“
  • წმენდს წვის კამერასა და დგუშების ძირს.
  • აღადგენს ჰაერის მიდინებას ძრავამდე
  • აღადგენს ძრავის კორექტულ მუშაობას

აუმჯობესებს სარქვლების, მფრქვევანებისა და გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების (EGR-ის) მდგომარეობას.

თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის.

 

არ გამოიყენოთ ისეთ ავტომობილებში, რომელთა გამაგრილებელი (ინტერქულერი) ინტეგრირებულია შემავალ კოლექტორთან.

თუ წმენდის პროცესში წარმოიქმნა უკუაალება ან ჭარბი კაკუნის ხმა, შეაჩერეთ შესხურება, ამუშავეთ ძრავი3-4 წუთის განმავლობაში თავისუფალი სვლის რეჟიმში და შემდეგ გააგრძელეთ პროცესი. თუ წმენდის შემდეგ დეტონაცია მაინც შენარჩუნდა, ეს მიუთითებს ძლიერ დაბინძურებაზე და საჭიროებს ხელით გაწმენდას.

გამოყენება:

გამოყენების წინ შეამოწმეთ დიზელის ნაწილაკების ფილტრის (DPF) წნევა. თუ ის 50%-ზე მეტია_გაწმინდეთ Wynn’s ნაწილაკების ფილტრის გამწმენდით (Wynn’s DPF & GPF ON-CAR CLEANER, W29079).                                                                                                       

✓თუ შემშვები კოლექტორი ძლიერ დაბინძურებულია, პროცედურის დაწყებამდე საჭიროა მისი ხელით გაწმენდა.

✓ დარწმუნდით, რომ ძრავა მუშა მდგომარეობაშია.

55.00₾
მფრქვევანების („ინჟექტორების“) ნახშირისგან გასაწმენდი აეროზოლი. (W14355)

უნივერსალური ნახშირის ნადებისგან გასაწმენდი საშუალება. აშორებს ნამწვს მფრქვევანებისგან („ინჟექტორებისგან“) და ძრავის სხვა დეტალებისგან.

თავსებადობა: გამოიყენება ყველა სახის ბენზინის, ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელის, დიზელის-ჰიბრიდული ძრავებისთვის.

გამოყენება:

  1. წინასწარ დაშალეთ მფრქვევანები, ტურბოს დეტალები, მოხსენით აალების სანთლები.
  2. გამოყენებამდე აეროზოლი კარგად შეანჯღრიეთ.
  3. შეასხურეთ უშუალოდ გასაწმენდ ზედაპირს რამდენჯერმე.
  4. დააყოვნეთ რამდენიმე წუთი.
  5. გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში. 
38.00₾
სუპორტისა და გადაბმულობის საწმენდი. (W61479)

სითხე განკუთვნილია მექანიკური ნაწილების გასაწმენდად. აშორებს ზეთს, სამუხრუჭე სითხესა და სხვა ჭუჭყს სამუხრუჭე და გადაბმულობის სისტემისა და სხვა მექანიკური ნაწილებიდან. აუმჯობესებს ხახუნს დეტალებს შორის.

გამოყენება: თავდაპირველად ჯაგრისის ან ნაჭრის საშუალებით მოაშორეთ ზედაპირული ჭუჭყი. შეასხურეთ სითხე გასაწმენდ ზედაპირებს, დააყოვნეთ, გაწმინდეთ სუფთა ნაჭრით ან აცალეთ აორთქლება. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.

17.00₾
ხახუნის შესამცირებელი (მოდიფიკატორი). (W47041)

ზეთის დანამატი, აუმჯობესებს ძრავის ზეთის შეზეთვისა და წმენდის თვისებებს, ამცირებს ხახუნს, ხელს უშლის ძრავში შავი ნადების წარმოქმნას. ამცირებს ცვეთას. ეფექტურია თანამედროვე მანქანებისთვისაც.

აჩერებს ზეთის დაძველებას. ამცირებს ჟანგვის პროცესს და ხელს უშლის ზეთის გათხელებას.

გამოყენება:  ერევა ნებისმიერი სახის ზეთს. ჰყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს. გამოიყენეთ ზეთის ყოველი შეცვლისას, ან უფრო ხშირად, საჭიროების მიხედვით.

წონა: 325მლ.

25.00₾
ძრავიდან ზეთის წვეთის შემაჩერებელი. (W50664 )

გამოიყენება ძრავიდან ზეთის წვეთვის (რეზინის ჩობალების გამოშრობის გამო) შესაჩერებლად. აღადგენს რეზინისა და ნეოპრენის ელასტიურობას. არ მოქმედებს ზეთის სიბლანტეზე. ერევა ნებისმიერ ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს. გამოიყენება ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდულ, გაზის საწვავიანი მანქანებისთვის.

გამოყენება: ჩაასხით პირდაპირ ძრავში. ამუშავეთ ძრავი 5 წუთის განმავლობაში.

1 ბოთლი ჰყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს. ეფექტი შეინიშნება 200-300კმ-ის გავლის შემდეგ. ეფექტის არარსებობა მიუთითებს დეტალების მექანიკურ დაზიანებაზე.

წონა: 325მლ.

21.00₾
ძრავიდან ზეთის წვეთის შემაჩერებელი. (W77441)

გამოიყენება ძრავიდან ზეთის წვეთვის (რეზინის ჩობალების გამოშრობის გამო) შესაჩერებლად. აღადგენს რეზინისა და ნეოპრენის ელასტიურობას. არ მოქმედებს ზეთის სიბლანტეზე. ერევა ნებისმიერ ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს. გამოიყენება ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდულ, გაზის საწვავიანი მანქანებისთვის.

გამოყენება: ჩაასხით პირდაპირ ძრავში. ამუშავეთ ძრავი 5 წუთის განმავლობაში.

1 ბოთლი ჰყოფნის 6 ლიტრამდე ზეთს. ეფექტი შეინიშნება 200-300 კმ-ის გავლის შემდეგ. ეფექტის არარსებობა მიუთითებს დეტალების მექანიკურ დაზიანებაზე.

წონა: 325მლ.

24.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი ბენზინის ძრავებისთვის. (W29393)

Wynn's PETROL EMISSION REDUCER (Petrol Power 3) არის ქიმიური დანამატი ბენზინის ძრავების სამკურნალოდ, რომელიც აუმჯობესებს მუშაობას, ამცირებს მავნე გამონაბოლქვებს და საწვავის მოხმარებას და იცავს ძრავის ნაწილებს.

ამცირებს CO და CH ემისიებს აუმჯობესებს წვას, აუმჯობესებს ძრავის სიმძლავრეს და რეაგირებას ამცირებს ძრავის ნაწილებს (ცილინდრში), რაც იწვევს საწვავის შემცირებას საწვავის ეკონომიას აუმჯობესებს E10 ბიოსაწვავის გამოყენებით იცავს ინჟექტორებსა და შემწოვ ვენტილებს სუფთა ინახავს გამონაბოლქვი აირების ცირკულაციას (EGR) ამცირებს წვის კამერის დანალექებს უსაფრთხოა კატალიზატორებისთვის

რეკომენდებულია ყველა ტიპის ბენზინის ძრავებისთვის (ინექცია, პირდაპირი ინექცია და კარბურატორი).
ჩვეულებრივი ბენზინისა და ბიო ბენზინისთვის E10 მდე.

დაამატეთ საწვავის დანამატი (სასურველია შევსებამდე). ერთი 500 მლ ბოთლი 50 ლიტრი საწვავისთვის.
გაიმეორეთ მკურნალობა ყოველ 10,000 კმ-ზე.

45.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 68 მდე, ჯამში 68 ( 1 გვერდი)
  • 1