Main Menu

Menucool McMenu

GoodYear

დაალაგეთ:  
ინკადესენტური ნათურა R10W 12V ba15s (188 )
Сигнальная лампа накаливания Goodyear R10W используется для внешних сигналов автомобиля и подсветки номерных знаков.
10.35₾
აეროზოლი საპოხი სილიკონი. (221 )

გამოიყენება ავტომობილის მექანიკური გადაბმების მოსავლელად (კარებების, საბარგულის და კაპოტის კლიტე-საკეტები და პეტლები, კარებების შუშის ამწევები, ტროსები, ამძრავები და სხვა). დაბალი ტემპერატურის პირობებში ხელს უშლის კარების, საბარგულის და კაპოტის რეზინის დეტალების მოყინვას და დაბზარვას. იცავს კოროზიისგან, სპობს არასასიამოვნო ხმაურს. ეს არის შეუცვლელი საშუალება
სამრეწველო აღჭურვილობის მოსავლელად (პრეს-ფორმების შესაზეთად, პლასტიკური და რეზინის ნივთების წარმოებისას, ქიმიური ბოჭკოების ფილერების წარმოებაში). ინარჩუნებს თავის თვისებებს - 400-დან +1200C-მდე ტემპერატურის ფარგლებში.

მოხმარების წესი: გამოყენების წინ ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. საცხი თხლად დაადეთ დასამუშავებელ ზედაპირზე, ხოლო რეზინის დეტალებს ჭარბი ხსნარი მოაცილეთ სუფთა მშრალი ტილოთი.

ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი. არ ჩაყლაპოთ. მოარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ 500C-ზე ზემოთ. არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

22.05₾
აეროზოლი საპოხი ლითიუმი. (220 )

ლითიუმის საცხი იცავს სხვადასხვა მექანიზმებს და დეტალებს ნესტის, კოროზიის და ცვეთისაგან. კერძოდ: კარების საკეტებს და პეტლებს, მცირედ დატვირთულ ბურთულოვან საკისრებს, ტროსებს, კარებების შუშის ამწევებს, ანტენებს, სამუხრუჭე მექანიზმების ცალკეულ დეტალებს, სავარძლის ციგებს, ელექტრო აღჭურვილობის ელემენტებს, ჯაჭვურ გადამცემებს და სხვა. გამოიყენება ავტომობილების, მოტოციკლების, კატერების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ელექტრო ინსტრუმენტ-ხელსაწყოების მომსახურეობისთვის. საცხი ხასიათთება მაღალი ანტიფრიქციული ეფექტურობით, ქიმიური მდგრადობით, მექანიკური სტაბილურობით, აბრკოლებს შემაერთებელი დეტალების დაჟანგვას. ინარჩუნებს თავის თვისებებს - 400-დან +1200C-მდე ტემპერატურის ფარგლებში.

მოხმარების წესი: საცხი გამოიყენეთ არა ნაკლებ +100C ჰაერის ტემპერატურის პირობებში. გამოყენების წინ ენერგიულათ შეანჯღრიეთ ბალონი. შემდეგ საცხი თხლად დაადეთ ზედაპირული ჟანგისგან და ნამწვავისგან გაწმენდილ დასამუშავებელ დეტალებზე.

ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. მოარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ 500C-ზე ზემოთ. არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი!

17.20₾
კარბურატორის და პრისკის გასაწმენდი აეროზოლი. (218)

სწრაფად, ეფექტურად და შრომატევადი დემონტაჟის გარეშე იძლევა საშუაებას გაიწმინდოს კარბურატორი ყველა სახის ნახშირწყლოვანი ნადებებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ავტომობილის ექსპლუატაციისას. წმენდს სათბობის კამერებს, ნემსოვან სარქველს, ჟიკლიორებს, აღადგენს საჰაერო ხუფის ღერძის მოძრაობას. ძრავის მუშაობას ახდენს უფრო სტაბილურს. აგრეთვე გამოიყენება იჟეკტორული ძრავების დროსელური სახურავების და კარტერული აირების ვენტილირების სარქველების გასაწმენდად.

ყურადღება! კატეგორიულად აკრძალულია გამწმენდის გამოყენება, თუ ძრავის ტემპერატურა აღემატება +500c-ს. კარბურატორის გაწმენდის წესი: ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. მოხსენით ჰაერის ფილტრი, აამუშავეთ ძრავა, კარგად შეასხურეთ საშუალება კარბურატორის ყველა ხილულ ნაწილებს. ყურადღება! სანამ აამოქმედებთ ძრავას ფილტრის გარეშე, დარწმუნდით რომ კარბურატორში გამორიცხულია მტვერის და სხვა ჭუჭყის მოხვედრა. დროსელური სახურავების ბერკეტების გაწმენდისას შეინარჩუნეთ ძრავის მაღალი ბრუნვები. ჟიკლერების გასაწმენდად გამოიყენეთ მიმაგრებული დასაგრძლებელი მილაკი. გამორთეთ ძრავა და ჰაერის ფილტრი დააბრუნეთ თავის ადგილას.

ინჟექტორული ძრავების დროსელური სახურავების გაწმენდის წესი: ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. მოხსენით ჰაერის ფილტრი, აამუშავეთ ძრავა, კარგად შეასხურეთ საშუალება ჰაერის მიწოდების ჩაშვების მაგისტრალში და აამუშავეთ ძრავა მაღალი ბრუნვით 3-5 წუთის განმავლობაში. ყურადღება! ფილტრის გარეშე ძრავის ამუშავებისას დარწმუნდით, რომ შემავალ კოლექტორში გამორიცხულია მტვერის და სხვა ჭუჭყის მოხვედრა.

ყურადღება! აარიდეთ სითხე ლაქით დაფარულ ზედაპირებს! თუ კი მოახვედრებთ - სასწრაფოდ გარეცხეთ წყლით! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას, აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი. არ ჩაყლაპოთ. აარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ +500c-ის. ზემოთ, არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შემადგენლობა: ორგანული გამხსნელები >30%, პროპან-ბუტანი >30%, CO2<5%.

წონა: 400 მლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

17.05₾
ავტოშამპუნი ცვილით. (202)

განკუთვნილია ავტომობილის ყველაზე ჩაკირული საგზაო ჭუჭყის მოსაცილებლად ნებისმიერი სახის ლაქით დაფარულ ზედაპირებიდან, მინებიდან, პლასტიკური და რეზინის დეტალებიდან. შამპუნში შემავალი კარნაუბის ნატურალური ცვილი ქმნის პრიალა აპკს, რომელიც ანიჭებს ზედაპირს წყალგაუმტარ და დამცავ თვისებებს. იცავს ულტრააიისფერი გამოსხივებისგან და სხვა აგრესიული ნივთიერებებისგან. აგრეთვე უზრუნველყოფს ავტომობილის კორპუსის სწრაფ და თანაბარ გაშრობას.

მოხმარების წესი: 100 მლ შამპუნი გავხსნათ 6-8 ლიტრ (1/60 - 1/80) ცივ ან თბილ წყალში. გულდასმით გავრეცხოთ ავტომობილის კორპუსი რბილი ღრუბლით. შემდეგ ქაფი მოვაცილოთ სუფთა წყლით და კარგად გავამშრალოთ გუდიარის ზამშით ან სხვა სუფთა ტილოთი.

ყურადღება! სითხე აარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისას დაიბანეთ დიდი ოდენობის წყლით; კანზე მოხვედრისას კანი დაიბანეთ საპნიანი წყლით. არ ჩაყლაპოთ და თუ ჩაგეყლაპათ დაუყონებლივ მიმართედ ექიმს და თან იქონიეთ შამპუნის ბოთლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ მოასხათ ცხელ ზედაპირს. არ გაყინოთ.

შემადგენლობა: წყალი >30%, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ПАВ) 5-15%, ცვილი <5%, სიბლანტის საშუალება <5%, ფუნქციონალური დანამატები <5%, არომატიზატორი <5%, კონცერვანტი <5%, საღებავი <5%.

წონა: 500მ.ლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

17.35₾
აეროზოლი ბიტუმის ლაქების მოსაცილებელი. (217 )

განკუთვნილია ბითუმის ლაქების, ალვის ხის და ცაცხვის კვირტების, აგრეთვე ზეთების და ანტიკოროზიული დამუშავების შემდგომი ლაქების მოსაცილებლად. ლაქით დაფარულ ზედაპირებიდან, მინებიდან, ფარებიდან, პლასტიკური დეტალებიდან. პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას და აშორებენ ღრმად ჩაკირულ ჭუჭყსაც კი, რადგანა ადვილად აღწევენ ფორებში და მიკრობზარებში. უსაფრთხოა ყველა სახის ლაქით დაფარულ და პლასტიკური ზედაპირებისათვის.

მოხმარების წესი: საშუალება გამოიყენეთ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა იქნება არანაკლებ +100C-ისა. გამოყენების წინ ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. შეასხურეთ დასამუშავებელ ზედაპირზე, დააყოვნეთ 1-2 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ რბილი ჯადრისით ან ოდნავ სველი ღრუბელით. დამუშავების შემდეგ რეკომენდირებულია ავტომობილი გაირეცხოს ავტოშამპუნით GOODYEAR.

ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. აარიდეთ დარტყმას და არ გააცხელოთ 50* ზემოთ, აარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს. არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შემადგენლობა: ორგანული გამხსნელი >30%, პროპან-ბუტანი >30%, ფუნქციონალური დანამატები <5%, არომატიზატორი <5%.

წონა: 400 მლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი

16.40₾
აეროზოლი მინის ანტიორთქლი. (215)

საშუალება მინაზე ქმნის პოლიმერულ აპკს, რაც აბრკოლებს მინების დაორთქლებას ხანგძლივი დროის განმავლობაში, სალონში მაღალი ტენიანობის შემთხვევაშიც კი. მანქანის მძღოლს უქმნის კომფორტს. გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლეტების ჩაფხუტების მინებისთვის და სხვადასხვა საოჯახო ნივთებისთვის - აბაზანის სარკეები, სათვალეები, ავეჯის ვიტრინები და ა.შ.

მოხმარების წესი: წინასწარ გულდასმით გაწმინდეთ მინები GOODYEAR - ის მინების საწმენდი საშუალებით. კარგად გაწმინდეთ ტილოთი ისე, რომ არ დარჩეს სინესტე და ტილოს ბუსუსები. ყურადღება! ამ საშუალების ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მინების სისუფთავესთან. ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი 1-2 წუთის განმავლობაში და დაასხურეთ მინების ზედაპირზე. დაამუშავეთ რბილი ტილოთი მანამ, სანამ ზედაპირი არ გახდება მშრალი და გამჭირვალე.

ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. აარიდეთ დარტყმას და არ გააცხელოთ 50* ზემოთ. არ გახსნათ და არ ააფეთქოთ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. არ შეისუნთქოთ ანაორთქლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

12.90₾
ავტოშამპუნი პოლირების ეფექტით. (203)

კონცენტრირებული ავტოშამპუნი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობით. განკუთვნილია სპეციალურად ავტომობილის ყველაზე ჩაკირული საგზაო ჭუჭყის მოსაცილებლად ნებისმიერი სახის ლაქით დაფარულ ზედაპირებიდან, მინებიდან, პლასტიკური და რეზინის დეტალებიდან. გააჩნია პოლირების ეფექტი. კარგად ქაფდება.

მოხმარების წესი: 100 მლ შამპუნი გავხსნათ 6-8 ლ ცივ ან თბილ წყალში. გულდასმით გავრეცხოთ ავტომობილის კორპუსი ღრუბელით. შემდეგ ქაფი მოვაცილოთ სუფთა წყლით და კარგად გავამშრალოთ ზამშით ან სუფთა ტილოთი.

ყურადღება! სითხე აარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისას დაიბანეთ დიდი ოდენობის წყლით; კანზე მოხვედრისას კანი დაიბანეთ საპნიანი წყლით. არ ჩაყლაპოთ და თუ ჩაგეყლაპათ დაუყონებლივ მიმართედ ექიმს და თან იქონიეთ შამპუნის ბოთლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ მოასხათ ცხელ ზედაპირს. არ გაყინოთ.

შემადგენლობა: წყალი >30%, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ПАВ) 5 -15%, სიბლანტის საშუალება <5%, არომატიზატორი <5%, კონსერვანტი <5%, საღებავი <5%.

წონა: 500 მ.ლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR-ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“, რუსეთი.

14.55₾
ტყავის საწმენდი აეროზოლი კონდიციონერით. (223 )
განკუთვნილია მტვერის და ჭუჭყის, აგრეთვე სასმელების, საკვების, კოსმეტიკის, ტექნიკური სითხეების და ახლად გაჩენილი ლაქების მოსაშორებლად. ძლიერმოქმედი შემადგენლობა შექმნილია თანამედროვე ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე. პრეპარატი ღრმად აღწევს ქსოვილის ბოჭკოში, რითიც განაპირობებს ეფექტურ წმენდას. აღადგენს ქსოვილის და ხალიჩის პირვანდელ ფერს, აშორებს არასასიამოვნო სუნს და ავტომობილის სალონში ტოვებს სისუფთავის არომატს. ანტიბაქტერიული ეფექტი იძლევა საშუალებას სწრაფად მოწესრიგდეს სალონი ცხოველების გადაყვენის და ავტომობილის დიდი ხნით გაჩერების შემდგომ პერიოდში.
17.00₾
ფირისა და სკოტჩის გამწმენდი (727)

ფირისა და სკოტჩის გამწმენდი შექმნილია მინისა, ლითონის, პლასტმასის, კერამიკული და მოხატული ზედაპირებიდან წებოვანი, სტიკერების, ლენტისა და შეფერილობის კვალის მოსაშორებლად.

პროდუქტი სწრაფად არბილებს წებოს ძველ კვალსაც კი და მისი გამოყენება შესაძლებელია ავეჯიზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სტიკერების მოსაშორებლად.

პროდუქტი შესაფერისია გარე და შიდა სამუშაოებისთვის.

გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია შეფუთვის უკანა მხარეს.

აალებადი! წნევით ცილინდრი. არ მოწიოთ გამოყენების დროს. სავალდებულოა თვალებისთვის (უსაფრთხო სათვალე), ხელებისთვის (ხელთათმანები) და სპეცტანსაცმისთვის PPE-ის გამოყენება. დაიცავით ზემოქმედებისაგან, მზის პირდაპირი სხივებისგან და 50 °C-ზე ზემოთ გახურებისგან. არ გახსნათ ან დაწვათ, გამოყენების შემდეგაც კი. მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან. არ შეისუნთქოთ ორთქლი. გამოიყენეთ მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ კარგად ვენტილირებადი ადგილას. არ შეასხუროთ ღია ცეცხლთან ან ცხელ საგნებთან ახლოს. არ დაშალოთ და არ მისცეთ ბავშვებს.

29.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 36 მდე, ჯამში 36 ( 1 გვერდი)
  • 1