Main Menu

Menucool McMenu

ძებნა

ძებნის კრიტერიუმები

 
 
 
 

თქვენი ძიების კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტები

დაალაგეთ:  
ჟანგის მოსაშორებელი საშუალება. (62095)

მოლიბდენის ბაზაზე დამზადებული ჟანგის საწინააღმდეგო საშუალება, ხსნის ლითონის დაჟანგულ და კოროზირებულ კავშირებს, მოქმედებს სიღრმეშიც, იცავს ლითონის ზედაპირებს კოროზიისგან, იცილებს წყალსა და ნესტს, აქვს საცხის ტვისებები და ხელს უშლის სრიალს.

 გამოყენება: რეაქციის დრო_დაახლოებით 5 წუთი, ყველა სახის სამუშაოებისთვის.

გამოყენების სფეროები: მსუბუქი და მძიმე ტვირთამწეობის ავტომობილები, მოტოციკლები, საზღვაო და აგრარული ტექნიკა.

წონა: 500მლ.

22.00₾
თეთრი ლითიუმის ლუბრიკანტი. (70261)
ტიპი: სპრეი

დამცავი თეთრი ლითიუმის სპრეი. გამოიყენება მძიმე დატვირთვის მქონე ლითონის დეტალების შესაზეთად, ჟანგისა და კოროზიისგან დასაცავად. შეფრქვევის შემდეგ წარმოქმნის მშრალ, სქელ საფარს, რომელიც უძლებს 150°C ტემპერატურას. იცავს დეტალებს გადახურებისგან.

გამოყენება: მოხმარების წინ შეანჯღიეთ ბალონი. ზუსტი შეფრქქვევისთვის დაამაგრეთ წვრილი მილი. უფრო მსხილი ზედაპირის დასაფარად მოხსენით მილი. შეაფრქვიეთ დაახლოებით 5-10 სანტიმეტრიდან. არ შეამშრალოთ.

მოცულობა: 200 მლ

17.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W22710)

სპეციალურად შემუშავებულია დიზელის დენადობის გასაძლიერებლად დაბალ ტემპერატურაზე, და ასევე, ცვილის (პარაფინის) კრისტალების წარმოქმნის ასაცილებლად.

გამოყენების წესი: დაამატეთ საწვავის ავზს, სანამ მთლიანად აავსებთ. 1 ბოთლი (250 მლ) ყოფნის 250 ლიტრ დიზელს.

მოყვება საზომი რეზერვუარი.

წონა: 250 მლ.

24.00₾
შუასაფენის "პრაკლატკის" მოსაშორებელი. (3623)

Dichtungs-Entferner არის აქტიური ნივთიერებების კომბინაცია, რომელიც არბილებს შუასადებებს და ანგრევს ადჰეზივებისა და დეპოზიტების სტრუქტურას. ვარგისია ფერადი და შავი ლითონების, კერამიკის, ხის და მინის. სპეციალურად შექმნილია სამრეწველო და საავტომობილო სერვისებისთვის: სარქვლის საფარი, ცილინდრის თავი, ფლანგების ლუქები, ზეთის ტაფა, წყლის ტუმბო და ნებისმიერი ლუქები საავტომობილო შეკრებებში:

- აშორებს კოქსირებული ბეჭდის ნარჩენებს
- აშორებს გამაგრებულ და დაწებებულ ლუქებს, ადჰეზივებს, დალუქვას
- სწრაფი მოქმედება
- კარგად ეკვრის ვერტიკალურ ზედაპირებს

Dichtungs-Entferner-ის გამოყენება აადვილებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ნაწილების გაწმენდას, აღმოფხვრის მექანიკურ დაზიანებას სარემონტო სამუშაოების დროს.

გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ქილა. წაუსვით  დასამუშავებელ ზედაპირზე დაახლოებით 20-30 სმ მანძილიდან და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ყურადღება: მოერიდეთ კონტაქტს ღია კანთან და პლასტმასის ნაწილებთან!

წონა: 300მლ.

47.00₾
სუპორტისა და გადაბმულობის საწმენდი. (W61479)

სითხე განკუთვნილია მექანიკური ნაწილების გასაწმენდად. აშორებს ზეთს, სამუხრუჭე სითხესა და სხვა ჭუჭყს სამუხრუჭე და გადაბმულობის სისტემისა და სხვა მექანიკური ნაწილებიდან. აუმჯობესებს ხახუნს დეტალებს შორის.

გამოყენება: თავდაპირველად ჯაგრისის ან ნაჭრის საშუალებით მოაშორეთ ზედაპირული ჭუჭყი. შეასხურეთ სითხე გასაწმენდ ზედაპირებს, დააყოვნეთ, გაწმინდეთ სუფთა ნაჭრით ან აცალეთ აორთქლება. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.

19.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W46754)

წმენდს და შეზეთავს დიზელის საწვავის სისტემის ტუმბოებსა და შემფრქვევებს (ინჟექტორებს). აუმჯობესებს შეფრქვევას, რაც იძლევა უკეთეს წვას. ამცირებს შავ, ჭვარტლიან გამონბოლქვს. ამცირებს საწვავის ფილტრის დაბინძურებას. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. ამცირებს დიზელის კაკუნის ხმას.  არ აზიანებს კატალიზატორებს და ფილტრებს.

დიზელის ყველა ძრავებითვის ტურბოთი ან ტურბოს გარეშე.

გამოყენების წესი:  დაამატეთ 325 მლ მინიმუმ 20 ლიტრ დიზელის საწვავს. დაამატეთ ყოველი მე-3 საწვავით შევსებისას.
წონა: 325 მლ.

23.00₾
უნივერსალური საწმენდი (ზეთის ნადებისგან). (W41103)

მძლავრი საშუალება ზეთის, ცხიმის, ფისის, ცვილის მოსაშორებლად. ეფექტურად წმენდს ძრავის, მოტოციკლეტის ჯაჭვის და ნებისმიერი ლითონის ზედაპირებიდან.

წყალში ხსნადია უფრო მარტივი გამოყენებისთვის. ზედაპირზე დიდხანს ჩერდება, არ ჟონავს, ამიტომ მეტხანს აქვს კონტაქტი გასაწმენდ ზედაპირთან და შესაბამისად ეფექტურად წმენდს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ზედაპირებს.

გამოყენება: შეასხით სითხე გასაწმენდ ზედაპირს 20-30 სმ მანძილიდან და დააყოვნეთ 2-3 წუთით. ჩამორეცხეთ წყლით ან გაწმინდეთ ჯაგრისით და შემდეგ ნაჭრით. გაიმეორეთ პროცედურა საჭიროების შემთხვევაში.

წონა: 500 მლ 

24.00₾
ზედაპირების ჰიდროალკოჰოლური საწმენდი. (W43161)

ჰიდროალკოჰოლური ფორმულა ეფექტურად ასუფთავებს მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა ზედაპირს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.

შეიცავს 85%-ზე მეტ ალკოჰოლს.

არ აზიანებს ზედაპირს. არ შეიცავს ამიაკს. არ ტოვებს ლაქებს.

გამოყენება: შეასხით პირდაპირ გასაწმენდ ზედაპირს 20-30 სმ მანძილიდან. დააყოვნეთ 30-60 წმ, შემდეგ გააპრიალეთ მშრალი ნაჭრით.

   დელიკატური ზედაპირების გასაწმენდად სითხე შეასხით ჯერ ნაჭერს და შემდეგ ნაზად გაწმინდეთ. ელექტროდეტალები გაწმენდის წინ გამორთეთ.

27.00₾
ბენზინის სისტემის საწმენდი. (W29793)
ბენზინის ძრავების საწვავის სისტემის საწმენდი. წმენდს და შეზეთავს შემფრქვევებს (ინჟექტორებს), აღადგენს მათი შეფრქვევის ხარისხს, იცავს გაჭედვისგან EGR სარქველს. აღადგენს ზრავის სიმძლავრეს, აუმჯობესებს სტარტს. აცილებს ნადებს წვის კამერიდან და სარქველებიდან. იძლევა საწვავის ეკონომიას.

გამოიყენეთ ბენზინის შემფრქვევებიანი (ინჟექტორებიანი) ან კარბურატორიანი მანქანებისთვის, ასევე ჰიბრიდული მანქანებისთვის.

გამოყენების წესი:  ოპტიმალური ეფექტისთვის შეურიეთ 500 მლ სითხე 60 ლიტრ ბენზინს. ძლიერ დაბინძურებული ძრავებისთვის შეურიეთ 500 მლ სითხე 30 ლიტრ ბენზინს.

წონა: 500 მლ.

52.00₾
პირდაპირი შეფრქვევის (DI) სისტემის სარქვლების საწმენდი. (W28879)

მძლავრი საწმენდი ქაფი, შემუშავებულია_რათა სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მოვაშოროთ ნახშირის ნადები და სხვა დაბინძურება ჰაერის შემკრები სისტემიდან, შემშვები სარქვლებიდან, სარქვლების „უნაგირებიდან“ და წვის კამერიდან. სწრაფად აღადგენს ჰაერის ცირკულაციას და ძრავის სიმძლავრეს.

  • წმენდს სარქვლების ღერძებსა და „უნაგირებს“
  • წმენდს წვის კამერასა და დგუშების ძირს.
  • აღადგენს ჰაერის მიდინებას ძრავამდე
  • აღადგენს ძრავის კორექტულ მუშაობას

აუმჯობესებს სარქვლების, მფრქვევანებისა და გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების (EGR-ის) მდგომარეობას.

თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის.

 

არ გამოიყენოთ ისეთ ავტომობილებში, რომელთა გამაგრილებელი (ინტერქულერი) ინტეგრირებულია შემავალ კოლექტორთან.

თუ წმენდის პროცესში წარმოიქმნა უკუაალება ან ჭარბი კაკუნის ხმა, შეაჩერეთ შესხურება, ამუშავეთ ძრავი3-4 წუთის განმავლობაში თავისუფალი სვლის რეჟიმში და შემდეგ გააგრძელეთ პროცესი. თუ წმენდის შემდეგ დეტონაცია მაინც შენარჩუნდა, ეს მიუთითებს ძლიერ დაბინძურებაზე და საჭიროებს ხელით გაწმენდას.

გამოყენება:

გამოყენების წინ შეამოწმეთ დიზელის ნაწილაკების ფილტრის (DPF) წნევა. თუ ის 50%-ზე მეტია_გაწმინდეთ Wynn’s ნაწილაკების ფილტრის გამწმენდით (Wynn’s DPF & GPF ON-CAR CLEANER, W29079).                                                                                                       

✓თუ შემშვები კოლექტორი ძლიერ დაბინძურებულია, პროცედურის დაწყებამდე საჭიროა მისი ხელით გაწმენდა.

✓ დარწმუნდით, რომ ძრავა მუშა მდგომარეობაშია.

57.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W25241)
კონცენტრირებული სითხე დიზელის საწვავი სისტემის გასაწმენდად, ისხმება საწვავის ფილტრში. ამცირებს შავ გამონაბოლქვს, აღადგენს საწვავის შეფრქვევას, ამცირებს ნამწვს შიდაწვის კამერაში, აღადგენს კომპრესიას და აუმჯობესებს წვას. ასუფთავებს საწვავის ტუმბოს და შეზეთავს მას. გამოიყენება დიზელის ყველანაირი ძრავისთვის - როგორც ტურბოკომპრესორით, ასევე მის გარეშე.

გამოყენების წესი: ამუშავეთ ძრავი, გამორთეთ, მოხსენით საწვავის ფილტრი, გადმოასხით საწვავი ფილტრიდან და ჩაასხით შიგნით ბოთლის შიგთავსი (არ ჩაასხათ საწვავის ბაკში!!!). თუ საჭიროა, დაამატეთ ფილტრში საწვავი. დააყენეთ ფილტრი და ჩართეთ ძრავი. მაშინვე დაიწყეთ მოძრაობა, გაიარეთ მინიმუმ 3 კმ საშუალო სიჩქარით. გამოიყენეთ ყოველ 12 თვეში ერთხელ.

წონა: 325 მლ.

19.00₾
მფრქვევანების („ინჟექტორების“) ნახშირისგან გასაწმენდი აეროზოლი. (W14355)

უნივერსალური ნახშირის ნადებისგან გასაწმენდი საშუალება. აშორებს ნამწვს მფრქვევანებისგან („ინჟექტორებისგან“) და ძრავის სხვა დეტალებისგან.

თავსებადობა: გამოიყენება ყველა სახის ბენზინის, ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელის, დიზელის-ჰიბრიდული ძრავებისთვის.

გამოყენება:

  1. წინასწარ დაშალეთ მფრქვევანები, ტურბოს დეტალები, მოხსენით აალების სანთლები.
  2. გამოყენებამდე აეროზოლი კარგად შეანჯღრიეთ.
  3. შეასხურეთ უშუალოდ გასაწმენდ ზედაპირს რამდენჯერმე.
  4. დააყოვნეთ რამდენიმე წუთი.
  5. გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში. 
40.00₾
კარბურატორის და პრისკის გასაწმენდი აეროზოლი. (218)

სწრაფად, ეფექტურად და შრომატევადი დემონტაჟის გარეშე იძლევა საშუაებას გაიწმინდოს კარბურატორი ყველა სახის ნახშირწყლოვანი ნადებებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ავტომობილის ექსპლუატაციისას. წმენდს სათბობის კამერებს, ნემსოვან სარქველს, ჟიკლიორებს, აღადგენს საჰაერო ხუფის ღერძის მოძრაობას. ძრავის მუშაობას ახდენს უფრო სტაბილურს. აგრეთვე გამოიყენება იჟეკტორული ძრავების დროსელური სახურავების და კარტერული აირების ვენტილირების სარქველების გასაწმენდად.

ყურადღება! კატეგორიულად აკრძალულია გამწმენდის გამოყენება, თუ ძრავის ტემპერატურა აღემატება +500c-ს. კარბურატორის გაწმენდის წესი: ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. მოხსენით ჰაერის ფილტრი, აამუშავეთ ძრავა, კარგად შეასხურეთ საშუალება კარბურატორის ყველა ხილულ ნაწილებს. ყურადღება! სანამ აამოქმედებთ ძრავას ფილტრის გარეშე, დარწმუნდით რომ კარბურატორში გამორიცხულია მტვერის და სხვა ჭუჭყის მოხვედრა. დროსელური სახურავების ბერკეტების გაწმენდისას შეინარჩუნეთ ძრავის მაღალი ბრუნვები. ჟიკლერების გასაწმენდად გამოიყენეთ მიმაგრებული დასაგრძლებელი მილაკი. გამორთეთ ძრავა და ჰაერის ფილტრი დააბრუნეთ თავის ადგილას.

ინჟექტორული ძრავების დროსელური სახურავების გაწმენდის წესი: ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. მოხსენით ჰაერის ფილტრი, აამუშავეთ ძრავა, კარგად შეასხურეთ საშუალება ჰაერის მიწოდების ჩაშვების მაგისტრალში და აამუშავეთ ძრავა მაღალი ბრუნვით 3-5 წუთის განმავლობაში. ყურადღება! ფილტრის გარეშე ძრავის ამუშავებისას დარწმუნდით, რომ შემავალ კოლექტორში გამორიცხულია მტვერის და სხვა ჭუჭყის მოხვედრა.

ყურადღება! აარიდეთ სითხე ლაქით დაფარულ ზედაპირებს! თუ კი მოახვედრებთ - სასწრაფოდ გარეცხეთ წყლით! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას, აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი. არ ჩაყლაპოთ. აარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ +500c-ის. ზემოთ, არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შემადგენლობა: ორგანული გამხსნელები >30%, პროპან-ბუტანი >30%, CO2<5%.

წონა: 400 მლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

17.05₾
ავტოშამპუნი ცვილით. (202)

განკუთვნილია ავტომობილის ყველაზე ჩაკირული საგზაო ჭუჭყის მოსაცილებლად ნებისმიერი სახის ლაქით დაფარულ ზედაპირებიდან, მინებიდან, პლასტიკური და რეზინის დეტალებიდან. შამპუნში შემავალი კარნაუბის ნატურალური ცვილი ქმნის პრიალა აპკს, რომელიც ანიჭებს ზედაპირს წყალგაუმტარ და დამცავ თვისებებს. იცავს ულტრააიისფერი გამოსხივებისგან და სხვა აგრესიული ნივთიერებებისგან. აგრეთვე უზრუნველყოფს ავტომობილის კორპუსის სწრაფ და თანაბარ გაშრობას.

მოხმარების წესი: 100 მლ შამპუნი გავხსნათ 6-8 ლიტრ (1/60 - 1/80) ცივ ან თბილ წყალში. გულდასმით გავრეცხოთ ავტომობილის კორპუსი რბილი ღრუბლით. შემდეგ ქაფი მოვაცილოთ სუფთა წყლით და კარგად გავამშრალოთ გუდიარის ზამშით ან სხვა სუფთა ტილოთი.

ყურადღება! სითხე აარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისას დაიბანეთ დიდი ოდენობის წყლით; კანზე მოხვედრისას კანი დაიბანეთ საპნიანი წყლით. არ ჩაყლაპოთ და თუ ჩაგეყლაპათ დაუყონებლივ მიმართედ ექიმს და თან იქონიეთ შამპუნის ბოთლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ მოასხათ ცხელ ზედაპირს. არ გაყინოთ.

შემადგენლობა: წყალი >30%, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ПАВ) 5-15%, ცვილი <5%, სიბლანტის საშუალება <5%, ფუნქციონალური დანამატები <5%, არომატიზატორი <5%, კონცერვანტი <5%, საღებავი <5%.

წონა: 500მ.ლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

17.35₾
საცხი, ნანოტექნოლოგიის. (62117)

უახლესი ნანოტექნოლოოგიით დამზადებული საცხი, შეზეთავს ლითონის ზედაპირებს, ამცირებს ხახუნსა და კოროზიას, ხსნის ჩაჟანგულ დეტალებს და ზედმეტად გადაჭერილ მექანიზმებს, იცილებს ნესტს.

 

გამოყენება: გამოიყენება ყველა სახის შეზეთვისთვის

გამოყენების სფეროები: მსუბუქი და მძიმე ტვირთამწეობის ავტომობილები, მოტოციკლები, საზღვაო და აგრარული ტექნიკა.

წონა:500მლ.

27.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 100 მდე, ჯამში 276 ( 3 გვერდი)