Main Menu

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ჩვენი ისტორია დაიწყო 10  წლის წინ. ავტომობილების მოყვარულმა ოთხმა მეგობარმა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ონლაინ სივრცე, სადაც პრემიუმ ავტომობილის მოვლის საშუალებებს მოუყრიდით თავს.

რატომ პრემიუმ ხარისხი? 

         იმიტომ, რომ მუდმივად ვაწყდებოდით ქართულ ბაზარზე ავტომობილების მოვლის სფეროში უხარისხო, დაბალფასიან იმპორტირებულ პროდუქციას. გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი ონლაინ პლათფორმა, სადაც გავაერთიანებდით საუკეთესო ბრენდებს ევროპიდან და ამერიკიდან. 12 თვიანი კვლევის, ბრენდების ძიების და მსოფლიოს საუკეთესო გამოფენებზე ვიზიტების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა კომპანია "აუტო ქეარი", რომელიც დღეისათვის აერთიანებს ისეთ წარმატებულ ბრენდებს როგორიც არის: Gunk, Liquid Wrench, TiteSeal, The Threatment, Motor Medic, Dr.Marcus,  Liqui Moly, Wynn's და ა.შ.

         თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამჟამად ერთ სივრცეში 1000 - ზე მეტი პრემიუმ ხარისხის ავტომობილის მოვლის საშუალებაა თავმოყრილი. სიამაყით გვინდა გითხრათ, რომ შეკვეთებს ეხლა უკვე ვაგზავნით მთელი საქართველოს მაშტაბით, ხოლო თბილისის შემთხვევაში შეკვეთების 95 % ადგილზე მიტანა ხდება შეძენიდან საშუალოდ 1 საათში. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კლიენტების ნდობას. ჩვენი ყველა ბრენდის ხარისხი და წარმომავლობა მკაცრად კონტროლდება ჩვენი გუნდის მიერ, რაც ჩვენი ონლაინ მაღაზიის რეპუტაციის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენი ონლაინ მაღაზია უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ვინაიდან სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად პლასტიკური ბარათით პროდუქციის შესყიდვა ჩვენი ვებ-გვერდიდან ძალიან მარტივად ხდება. ხარისხთან მიმართებაში ჩვენი ფასები დაბალია.

         მადლობა ნდობისათვის, რომ არა თქვენ, ჩვენი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა.

პატივისცემით,
აუტო ქეარის გუნდი
გაგრძელება