Main Menu

Menucool McMenu

Wynn’s

დაალაგეთ:  
დიზელის სისტემის საწმენდი. (W25241)
კონცენტრირებული სითხე დიზელის საწვავი სისტემის გასაწმენდად, ისხმება საწვავის ფილტრში. ამცირებს შავ გამონაბოლქვს, აღადგენს საწვავის შეფრქვევას, ამცირებს ნამწვს შიდაწვის კამერაში, აღადგენს კომპრესიას და აუმჯობესებს წვას. ასუფთავებს საწვავის ტუმბოს და შეზეთავს მას. გამოიყენება დიზელის ყველანაირი ძრავისთვის - როგორც ტურბოკომპრესორით, ასევე მის გარეშე.

გამოყენების წესი: ამუშავეთ ძრავი, გამორთეთ, მოხსენით საწვავის ფილტრი, გადმოასხით საწვავი ფილტრიდან და ჩაასხით შიგნით ბოთლის შიგთავსი (არ ჩაასხათ საწვავის ბაკში!!!). თუ საჭიროა, დაამატეთ ფილტრში საწვავი. დააყენეთ ფილტრი და ჩართეთ ძრავი. მაშინვე დაიწყეთ მოძრაობა, გაიარეთ მინიმუმ 3 კმ საშუალო სიჩქარით. გამოიყენეთ ყოველ 12 თვეში ერთხელ.

წონა: 325 მლ.

29.00₾
"ოქროს ფორმულა" დიზელის სისტემის საწმენდი. (W76401)

ქიმიური გამწმენდი აალების გაუმჯობესების ეფექტით. გააჩნია სამმაგი მოქმედება:

1.ზრდის ძრავის სიმძლავრეს.

2. ამცირებს საწვავის ხარჯს.

3. ამცირებს შაც გამონაბოლქვს. ასევე, აუმჯობესებს აალებას, რაც ზრდის ძრავის სიმძლავრეს და აუმჯობესებს აჩქარებას, ასუფთავებს და იცავს დიზელის ინჟექტორულ სისტემას, არ აზიანებს კატალიზატორს. ამცირებს ძრავის ხმას,  ამცირებს დეპოზიტების წარმოქმნას, აქვს დაჟანგვისა და კოროზიის საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოიყენება ყველა სახის დიზელის ძრავებისთვის.

გამოყენების წესი; დაუმატეთ 1 ბოთლი სავსე ბაკს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ საწვავის ავზის ყოველი მე-3 შევსებისას.

წონა: 500 მლ.

38.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი დიზელის ძრავებისთვის. (W35392)

შემუშავებულია სპეციალურად ევროპაში მიღებული გამონაბოლქვის ტესტირების რეგულაციების შესაბამისად. გააჩნია 4 სახის მოქმედება: მაღალი კონცენტრაციის ფორმულით სრულად წმენდს საწვავის სისტემას, ამაღლებს შიდაწვის ეფექტურობას და შესაბამისად ძრავის სიმძლავრეს, წმენდს ინჟექტორებს, აუმჯობესებს მათ შეფრქვევას, ასუფთავებს კატალიზურ კონვერტორსა და დიზელის ნაწილაკების ფილტრს, მნიშვნელოვნად ამცირებს გამონაბოლქვს. 

 გამოყენების წესი:დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) სავსე ავზს (მინიმუმ 30 ლიტრს). გაატარეთ მინიმუმ 50 კმ ტესტირებამდე. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ავზის ყოველი მე-3 შევსებისას და 150კმ-ის გავლის შემდეგ მიიღებთ ოპტიმალურ შედეგს.

შედეგი დამოკიდებულია მანქანის ასაკზე, გავლილ კილომეტრაჟზე და მოვლის ხარისხზე!!!

წონა: 12x500 მლ.

48.00₾
ბენზინის სისტემის საწმენდი. (W29793)
ბენზინის ძრავების საწვავის სისტემის საწმენდი. წმენდს და შეზეთავს შემფრქვევებს (ინჟექტორებს), აღადგენს მათი შეფრქვევის ხარისხს, იცავს გაჭედვისგან EGR სარქველს. აღადგენს ზრავის სიმძლავრეს, აუმჯობესებს სტარტს. აცილებს ნადებს წვის კამერიდან და სარქველებიდან. იძლევა საწვავის ეკონომიას.

გამოიყენეთ ბენზინის შემფრქვევებიანი (ინჟექტორებიანი) ან კარბურატორიანი მანქანებისთვის, ასევე ჰიბრიდული მანქანებისთვის.

გამოყენების წესი:  ოპტიმალური ეფექტისთვის შეურიეთ 500 მლ სითხე 60 ლიტრ ბენზინს. ძლიერ დაბინძურებული ძრავებისთვის შეურიეთ 500 მლ სითხე 30 ლიტრ ბენზინს.

წონა: 500 მლ.

45.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W46754)

წმენდს და შეზეთავს დიზელის საწვავის სისტემის ტუმბოებსა და შემფრქვევებს (ინჟექტორებს). აუმჯობესებს შეფრქვევას, რაც იძლევა უკეთეს წვას. ამცირებს შავ, ჭვარტლიან გამონბოლქვს. ამცირებს საწვავის ფილტრის დაბინძურებას. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. ამცირებს დიზელის კაკუნის ხმას.  არ აზიანებს კატალიზატორებს და ფილტრებს.

დიზელის ყველა ძრავებითვის ტურბოთი ან ტურბოს გარეშე.

გამოყენების წესი:  დაამატეთ 325 მლ მინიმუმ 20 ლიტრ დიზელის საწვავს. დაამატეთ ყოველი მე-3 საწვავით შევსებისას.
წონა: 325 მლ.

25.00₾
დიზელის ტურბოს საწმენდი. (W32092)

 წმენდს დიზელის ყველანაირი ძრავის გაჭედილ ტურბოს. წმენდს ტურბოს წებოვან ღრუებს. აშორებს დაგროვილ ნახშირს ტურბინიდან მისი დაშლის გარეშე.  აშორებს ნალექს დიზელის კატალიზატორს და კარგად წმენდს EGR  სარქველს. აღადგენს ძრავის სიმძლავრეს და ამცირებს ჭვარტლის გამონაბოლქვს.

გამოყენების წესი:  ჩაამატეთ მხოლოდ საწვავის ავზში! დაამატეთ 1 ბოთლი მინიმუმ 40 ლიტრ დიზელს.

წონა: 500 მლ.

55.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი დიზელის ძრავებისთვის . (W50393)

ამცირებს გამონაბოლქვს დიზელის მანქანებიდან, სიმძლავრეს მატებს მათ ძრავებს, იძლევა საწვავის ეკონომიას. თავიდან აგაცილებთ დიზელში წყლის შემცველობის უარყოფით ეფექტებს. აუმჯობესებს საწვავის ნარევის წვას. იცავს შემფრქვევებს (ინჟექტორებს) ჩაჭედვისგან.

გამოყენების წესი: დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) დიზელის საწვავის ავზს, მინიმუმ 30 ლიტრ დიზელს. საუკეთესო შედეგისთვის დაუმატეთ ტექდათვალიერებამდე 150 კმ-ით ადრე. 

წონა; 500მლ.

48.00₾
ჰაერის კონდიციონერის გამწმენდი. (W30202)

წმენდს და სუნს აშორებს ჰაერის კონდიციონერს_როგორც მანქანის, ასევე ოთახის. ამცირებს ალერგიულ რეაქციებს.

არ გამოიყენოთ, როგორც არომატიზატორი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ პოზიციაში.

1 ცალი ბალონი შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-ჯერ.

გამოყენების წესი:

მეთოდი N1: (ძრავისკენ შესხურება)tu

ამოიღეთ სალონის ფილტრი. ჩართეთ ჰაერის ნაკადი მხოლოდ ცენტრალური ვენტილაციის მიმართულებით. ჩართეთ ECO რეჟიმი (თუ აქვს მანქანას), გამორთეთ კონდიციონერი. ტემპერატურა დააყენეთ „ცივზე“. ჩართეთ გარე ჰაერის შემოტანის რეჟიმი შებერვის მაქსიმუმზე. შეანჯღიეთ ბალონი. შეასხურეთ სუფთა ჰაერის შემშვებში,რომელიც, როგორც წესი, არის მგზავრის მხარეს. შეასხით 3 წუთის განმავლობაში 3 წამიანი ინტერვალებით.

 მეთოდი N2: (მძღოლის ფეხებთან შესხურება): 

ჩართეთ ECO რეჟიმი (თუ აქვს მანქანას), ჩართეთ ჰაერის ნაკადი მხოლოდ ცენტრალური ვენტილაციის მიმართულებით. გამორთეთ კონდიციონერი. ჩართეთ ჰაერის შებერვა მაქსიმუმზე. ტემპერატურა დააყენეთ „ცივზე“. ჩართეთ რეცირკულაციის რეჟიმი. შეანჯღიეთ ბალონი. შეასხურეთ მძღოლის ფეხებთან, მარჯვნივ, ანუ მგზავრის მხარეს. შეასხურეთ 1 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ყველაფერი. დაელოდეთ 10 წუთი და შემდეგ ჩართეთ კონდიციონერი.  
წონა: 250მლ.

33.00₾
დაქოქვის გასაადვილებელი. (W58055)

აადვილებს ცივ სტარტს დიზელისა და ბენზინის ძრავებისთვის. იცავს აკუმულატორს გადატვირთვისგან.

გამოიყენება ყველა ტიპის ორ- და ოთხტაქტიანი ძრავებისთვის, ასევე მცირე ძრავებისთვის, ჯაჭვიანი ხერხებისთვის,  ბალახის საკრეჭისთვის.

გამოყენების წესი:  შეასხურეთ სითხე პირდაპირ ჰაერის ფილტრის შემშვებში და მაშინვე დაქოქეთ. ბენზინის ძრავის შემთხვევაში მსუბუქად დააჭირეთ აქსელერატორს ფეხი, ხოლო დიზელის ძრავის შემთხვევაში არ არის საჭირო არც წინასწარ გახურება და არც აქსელერატორის გამოყენება.

წონა: 200 მლ.

19.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W71851)

ახდენს წყლის აბსორბციას როგორც დიზელიდან, ასევე ბენზინიდან. წმენდს ინჟექტორებს, იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. იცავს კარბურატორსა და საწვავის ფილტრს გაყინვისგან.აადვილებს მანქანის დაქოქვას ცივ ამინდში. განაპირობებს საწვავის ეკონომიას. მატებს სიმძლავრეს.

არ აზიანებს ტურბოს და კატალიზატორს.

გამოიყენება ნებისმიერი დიზელისა და ბენზინის ძრავისთვის, ტურბოთი ან ტურბოს გარეშე.

გამოყენების წესი: საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ, სანამ დიზელის ტემპერატურა 5°C-ზე ქვემოთ დაეცემა. დაუმატეთ 1 ბოთლი (325 მლ) სავსე ბაკს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ 6 თვეში ერთხელ. 

წონა: 325 მლ.

32.00₾
მაყუჩის აღსადგენი (შესალესი). (W10804)

გამოიყენება მაყუჩის აღსადგენად. აღადგენს მცირე ნახვრეტებსა და ნაპრალებს. უძლებს 1000°-მდე ტემპერატურას.

გამოყენების წესი :  მოხმარების წინ დეტალები კარგად გაწმინდეთ და მოაშორეთ ჟანგი. დანის საშუალებით წააცხეთ დაზიანებულ ადგილს. შემდეგ ჩართეთ ძრავი და ამუშავეთ რამდენიმე წუთი. თუ საჭიროება მოითხოვს, დაარბილეთ მასა წყლით.

წონა: 250 გ.

20.00₾
"ოქროს ფორმულა" ძრავის დანამატი. (W77101)

ქიმიური მოქმედების, იხსნება ყველა სახის ზეთში, აქვს ორმაგი მოქმედება:

1.ზრდის კომპრესიას 30%-ით. 2. ამცირებს ცვეთას 40%-ით.

ზრდის ძრავის სიცოცხლის ხანგრძლივობას დაჟანგვის, ხახუნისა და ცვეთის შემცირების ხარჯზე. ამაღლებს კომპრესიას და სიბლანტის ინდექსს. ამცირებს დეპოზიტების წარმოქმნასა და დაგროვებას. ინახავს ზეთის სისტემას სუფთა მდგომარეობაში. ამცირებს გამონაბოლქვს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ზეთისთვის, ასევ „”low SAPS”-ის შემთხვევაში.

გამოყენების წესი: დაუმატეთ ძრავის ზეთს, უმჯობესია ზეთის შეცვლიდან მალე. ეცადეთ, რომ არ გადაავსოთ. ერთი ბოთლი (500 მლ) ერევა 4-6 ლიტრ ზეთს.

წონა: 500 მლ.

38.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W22710)

სპეციალურად შემუშავებულია დიზელის დენადობის გასაძლიერებლად დაბალ ტემპერატურაზე, და ასევე, ცვილის (პარაფინის) კრისტალების წარმოქმნის ასაცილებლად.

გამოყენების წესი: დაამატეთ საწვავის ავზს, სანამ მთლიანად აავსებთ. 1 ბოთლი (250 მლ) ყოფნის 250 ლიტრ დიზელს.

მოყვება საზომი რეზერვუარი.

წონა: 250 მლ.

18.00₾
დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო. (W22795)

გააჩნია ორმაგი ეფექტი:
1. აძლიერებს დიზელის დენადობას დაბალ ტემპერატურაზე.

2. ხელს უშლის ცვილის (პარაფინის) კრისტალების წარმოქმნას და მათ დაგროვებას საწვავის ავზში.არ აზიანებს დეტალებს. ერევა ნებისმიერი სახის დიზელს.

გამოყენების წესი: დაამატეთ პირდაპირ საწვავის ავზში. საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ, სანამ დიზელის ტემპერატურა 5°C-ზე ქვემოთ დაეცემა. 1 ლიტრი ყოფნის 1000 ლიტრ დიზელის საწვავს (ანუ საჭიროა მხოლოდ 0.1%, ანუ 1/100).

წონა: 1 ლ.

58.00₾
საქარემინიდან ყინულის მოსაშორებელი. (W32514)

სწრაფად ადნობს და აშორებს ყინულს პარპრიზიდან, ფარებიდან, სარკეებიდან. უზრუნველყოფს საუკეთესო მხედველობის არეს. არ შეიცავს სპირტს.

გამოყენების წესი: შეასხით უშუალოდ მოყინულ ზედაპირს. აცალეთ, რომ სითხე ჩავიდეს სიღრმეში. მოაცილეთ დამდნარი თოვლი.

 წონა: 500 მლ.

17.00₾
ბენზინის შემფრქვევების („ინჟექტორების“) საწმენდი. (W55972)

ეს არის მრავალფუნქციური საწვავის დანამატი ბენზინის ძრავების ინექციური სისტემის ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.ასუფთავებს ინჟექტორებს, საწვავის ტუმბოს და ინახავს მათ სისუფთავეს. ხელს უშლის ვენტილების, წყალგაყვანილობის და წვის კამერებზე დალექვას. აუმჯობესებს ძრავას ცივ ამინდში გაშვებას. აფერხებს ”არათანაბარ” დუნობას და ჩაქრობას აჩქარების დროს. აღადგენს საწვავის ატომების ოპტიმალურ პარამეტრებს. ასხივებს ინჟექტორებს, ვენტილებს, ტუმბოს და ცილინდრების ზედა ნაწილს აუმჯობესებს წვას და ძრავას მუშაობას იცავს საწვავის სისტემას ჟანგისგან და კოროზიისგან ამცირებს CO და CH დონეს აგრძელებს საწვავის ინჟექციის სისტემის ხანგრძლივობას

გამოყენების წესი: საწვავის ავზში დაამატეთ ინჟექტორიs გამწმენდი ბენზინის ძრავებისთვის ყოველ 4000 კმ – ზე, სასურველია საწვავის შევსებამდე.
1 ბოთლი 325 მლ საკმარისია 70 ლიტრამდე ბენზინის დასამუშავებლად.

25.00₾
ძრავის გამოსარეცხი. (W51272)

მაღალკონცენტრირებული სარეცხი საშუალება ძრავისა და შესაზეთი სისტემის შიგნიდან გამოსარეცხად ზეთის შეცვლის პროცესში.

ხსნის და სუსპენზიის სახით გამოაქვს ჭუჭყი და ნადები კარტერიდან და ძრავის ზედა ნაწილიდან. ხელს უშლის ჭუჭყის შეწებებას და გაჭედვას. იცავს ძრავს შემდგომი გაჭუჭყიანებისგან. ლითონის ზედაპირებზე წარმოქმნის ხახუნის შესამცირებელ და ცვეტის შემაჩერებელ აპკს. ერევა ყველა სახის ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს.

გამოყენების წესი: გამოიყენება ბენზინის, დიზელისა და LPG ძრავებისთვის, ასევე მხოლოდ (!) მექანიკური კოლოფებისთვის, დიფერენციალისა და რედუქტორისთვის.

1 ბოთლი (325 მლ) დაუმატეთ 3-6 ლიტრ ზეთს ზეთის შეცვლამდე (!). ამუშავეთ ძრავი 15 წთ, ან გაიარეთ 15 კმ სხვადასხვა სიჩქარით. შეცვალეთ ზეთი და ფილტრი.

მექანიკური კოლოფისა და დიფერენციალისთვის: დაუმატეთ ზეთის 5% მოცულობით. მართეთ ავტომობილი 1-8 საათი. შემდეგ გამოდევნეთ ძველი ზეთი და შეავსეთ ახლით.

წონა: 325 მლ.

15.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი ბენზინის ძრავებისთვის. (W29393)

Wynn's PETROL EMISSION REDUCER (Petrol Power 3) არის ქიმიური დანამატი ბენზინის ძრავების სამკურნალოდ, რომელიც აუმჯობესებს მუშაობას, ამცირებს მავნე გამონაბოლქვებს და საწვავის მოხმარებას და იცავს ძრავის ნაწილებს.

ამცირებს CO და CH ემისიებს აუმჯობესებს წვას, აუმჯობესებს ძრავის სიმძლავრეს და რეაგირებას ამცირებს ძრავის ნაწილებს (ცილინდრში), რაც იწვევს საწვავის შემცირებას საწვავის ეკონომიას აუმჯობესებს E10 ბიოსაწვავის გამოყენებით იცავს ინჟექტორებსა და შემწოვ ვენტილებს სუფთა ინახავს გამონაბოლქვი აირების ცირკულაციას (EGR) ამცირებს წვის კამერის დანალექებს უსაფრთხოა კატალიზატორებისთვის

რეკომენდებულია ყველა ტიპის ბენზინის ძრავებისთვის (ინექცია, პირდაპირი ინექცია და კარბურატორი).
ჩვეულებრივი ბენზინისა და ბიო ბენზინისთვის E10 მდე.

დაამატეთ საწვავის დანამატი (სასურველია შევსებამდე). ერთი 500 მლ ბოთლი 50 ლიტრი საწვავისთვის.
გაიმეორეთ მკურნალობა ყოველ 10,000 კმ-ზე.

39.00₾
ჰაერის გამწმენდი (მოლეკულური ტექნოლოგიის). (W29601)

ანეიტრალებს ცუდ სუნს მანქანაში მოლეკულურ დონეზე ქიმიური რეაქციის საშუალებით. ანეიტრალებს სიგარეტის,ყავის, პიცის, კარტოფილი-ფრის, ვანილის, ფორთოხლის სუნს, ასევე ადამიანის ექსკრემენტების სუნს. ის არამხოლოდ კარგ სუნს გამოსცემს, არამედ შლის ჰაერში არსებულ სპეციფიური სუნის მქონე მოლეკულებს. აქვს ნაზი პიტნის სუნი, რომელიც სწრაფად ქრება. არ ტოვებს ლაქებს. გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი.

გამოყენებამდე დააცარილეთ საფერფლეები, გადაყარეთ ჭუჭყიანი ნივთები. შეაფრქვიეთ სალონის ცენტრში. ხელი დააჭირეთ სპრეის, სანამ ის გამოსცემს ტკაცუნის ხმას. სპრეი გააქტიურდება და ავტომატურად გამოაფრქვევს აეროზოლს. დატოვეთ მანქანა და დახურეთ კარ-ფანჯარა. შეფრქვევა გრძელდება საშუალოდ 2 წუთი. ამოიღეთ ბალონი მანქანიდან და 5 წუთით გააღეთ ფანჯრები. თუ სუნი ძალიან გამჯდარია მანქანაში, გაიმეორეთ პროცედურა. თუ ზედაპირებზე დარჩება ნესტი, მშრალი ხელსახოცით მოაშორეთ. თუ სარკეზე დარჩა რაიმე კვალი, მოაშორეთ შუშის საწმენდით.

გაფრთხილება! არ შეასხუროთ საკვებსა და სასმელს!

წონა: 100 მლ.

13.00₾
ხელის საწმენდი პასტა ბუნებრივი მიკროგრანულებით. (W77405)

 ბუნებრივი, დეგრადირებადი ხელის საწმენდია, რომელიც არ შეიცავს ნავთობს. არ საჭიროებს წყალს.აცილებს ზეთს, ცხიმს, ბიტუმს, საღებავს, წებოვან მასას. არ ახდენს წყლის მილების ბლოკირებას.შეიცავს ალოეს, ლანოლინს და ჟოჟობას ხელის დასარბილებლად. აქვს ციტრუსის სუნი, რადგან შეიცავს ფორთოხლის ექსტრაქტს. პასტის გამოყენების შემდეგ ხელები არ რჩება წებოვანი.

 გამოყენების წესი: დაისხით პასტა ჭუჭყიან ხელებზე და შეიზილეთ კარგად, სანამ ჭუჭყი არ გაიხსნება ბოლომდე. გაიწმინდეთ ნაჭრით და შემდეგ დაიბანეთ ხელები წყლით.

49.00₾
დიზელის სისტემის საწმენდი. (W12293)

სწრაფად და სრულად წმენდს საწვავ სისტემას. იცავს მაღალი წნევის შეფრქვევის სისტემებს (TDI, HDI…). კარგად წმენდს შემფრქვევებს (ინექტორებს) და აუმჯობესებს მათი შეფრქვევის ხარისხს. აღადგენს ძრავის სიმძლავრეს, აუმჯობესებს სტარტს, იცავს EGR-ს დაბინძურებისგან.ესადაგება ევრო5/ევრო6 სტანდარტებს. არ აზიანებს სისტემის დეტალებს.

 გამოყენების წესი; 1 ბოთლი ერევა 60 ლ საწვავს. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში შეურიეთ 30 ლიტრ საწვავს. ვარგისია უხუფო საწვავის ფილტრებისთვისაც.

წონა: 500 მლ.

41.00₾
ავტომატური კოლოფიდან წვეთის შემაჩერებელი. (W64544)

ზეთში ხსნადი დანამატია, აჩერებს და ხელს უშლის ზეთის წვეთას და აადვილებს სიჩქარის გადართვას. განაახლებს რეზინის დეტალებს, წმენდს დ იცავს სისტემას, ხელს უშლის დაჟანგვასა და კოროზიას.

შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ საჭის ჰიდრავლიკისთვის, რომლებიც მუშაობს ATF-ზე.

შეგიძლიათ იხმაროთ ყველა სახის ავტომატური კოლოფის ზეთთან (ATF), მათ შორის Dexron II, III ან VI, Ford, LHM და ა.შ.

გამოყენება: დაუმატეთ ATF-ს, არ გადაავსოთ, 1 ბოთლი ერევა 6.5 ლ-მდე სითხეს.

საჭისთვის_დაამატეთ 50 მლ/ლიტრზე.

წონა: 325 მლ.

25.00₾
კატალიზატორის კონვერტორისა და ჟანგბადის სენსორის საწმენდი. (W25692)

ყველა სახის ბენზინისა და ჰიბრიდული ძრავებისთვის. აღადგენს და ხელს უწყობს კატალიზატორის კონვერტორისა და ლამბდა-სენსორის ოპტიმალურ მუშაობას. გააჩნია ორმაგი ეფექტი: აალებამდე და აალების შემდეგ. აშორებს ნალექსა და ჭუჭყს, ამცირებს გამონაბოლქვს, ხელს უწყობს CHECK (OBD) ნათურის ჩაქრობას. აუმჯობესებს საწვავ-ჰაერის ნარევის თანაფარდობას. განსაკუთრებით საჭიროა ქალაქში მოძრაობისას.

გამოყენების წესი: 1 ბოთლი (500მლ) ჩაამატეთ მინიმუმ 30 ლიტრ ბენზინს. პროფილაქტიკისთვის 1 ბოთლი ჩაამატეთ საწვავის სავსე ავზს. 

წონა: 500 მლ.

45.00₾
გამონაბოლქვის შემამცირებელი ბენზინის ძრავებისთვის. (W35792)

 შემუშავებულია სპეციალურად ევროპაში მიღებული გამონაბოლქვის ტესტირების რეგულაციების შესაბამისად. გააჩნია 4 სახის მოქმედება: მაღალი კონცენტრაციის ფორმულით სრულად წმენდს საწვავის სისტემას, ამაღლებს შიდაწვის ეფექტურობას და შესაბამისად ძრავის სიმძლავრეს, წმენდს ინჟექტორებს, აუმჯობესებს მათ შეფრქვევას, ასუფთავებს კატალიზურ კონვერტორსა და ბენზინის ნაწილაკების ფილტრს, მნიშვნელოვნად ამცირებს CO-სა და HC-ს გამონაბოლქვს. 

 გამოიყენება ბენზინის მათ შორის პირდაპირი შეფრქვევისა და ჰიბრიდულ ძრავებში.

 გამოყენების წესი:დაუმატეთ 1 ბოთლი (500 მლ) სავსე ავზს (მინიმუმ 30 ლიტრს). გაატარეთ მინიმუმ 50 კმ ტესტირებამდე. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ავზის ყოველი მე-3 შევსებისას და 150კმ-ის გავლის შემდეგ მიიღებთ ოპტიმალურ შედეგს.შედეგი დამოკიდებულია მანქანის ასაკზე, გავლილ კილომეტრაჟზე და მოვლის ხარისხზე!!!


წონა: 12x500 მლ.

48.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 41 მდე, ჯამში 41 ( 1 გვერდი)
  • 1