რგოლის დიამეტრი: 305 მმ
ბრუნვის რაოდენობა: 5000 ბრ/წთ
ჭრის მაქსიმალური სიღრმე 90°: 110 მმ
უნივერსალურობა
მძლავრი ტორსული ხერხი "DNIPRO-M"SL-31L_ს შეუძლია შეასრულოს ხის, პლასტმასის და ალუმინის პროფილების გრძივი ან კუთხეზე ხერხვა. ხელსაწყო წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტილებას პროფესიონალური გამოყენებისათვის.
ეფექტურობა
მძლავრი ძრავი 2200 ვტ. და 5000 ბრ/წთ უზრუნველყოფს მასალის სწრაფ და უსაფრთხო ჭრას.
მაღალი ჭრის სიზუსტე
ახალი თაობის მაგიდის მექანიზმის ბრუნვის ფიქსაციის წყალობით, დამჭერის კუთხის ცდომილება შეუძლებელი ხდება. ხერხის დახრის კუთხის რეგულირება შესაძლებელია 0,1 მმ სიზუსტით, ორი შემზღუდველი ხრახნის გამოყენებით.
კუთხეზე ჭრა
კუთხოვანი, დახრილი და კომბინირებული ჭრის განხორციელება შესაძლებელია რგოლის დახრით 45 °_მდე და მაგიდის 90-45 ° ფარგლებში ბრუნვის დახმარებით. მაგიდის მაქსიმალური ბრუნვისა და რგოლის დახრისას, ჭრის სიღრმე 70 მმ_ია სიგანე კი - 210 მმ.
სუფთა ჭრა
სუფთა ჭრა შენარჩუნებულია დაბალანსებული 60 „კბილის“ მქონე რგოლის წყალობით. მისი დიამეტრი (305 მმ ) იძლევა ჭრის სიღრმეს 110 მმ-მდე.
ფართო სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა 300 მმ_მდე. წრფივი საკისრების გამოყენება ხელს უწყობს ხერხის ერთეულის გლუვ მუშაობას.
ალუმინის კორპუსი
კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმკვრივეს.
გრძელი ნამუშევრებისთვის, მაგიდის გაფართოება მინიმუმამდე ამცირებს გადახრას უფრო მეტი დამუშავების სიზუსტისთვის.
უსაფრთხოება
დამჭერი აფიქსირებს დამუშავებულ მასალას, რაც ზრდის უსაფრთხოებას სამუშაოში.
გაფართოებული ფუნქციონალი
მასალის დაჭრა შესაძლებელია თანდათანობით, რეგულირებადი ჭრის სიღრმის გაჩერების წყალობით.
კომფორტი სამუშაო პროცესის დროს
ლაზერული მაჩვენებელი, ჭრის ადგილის განათება და ერგონომიული სახელური ძაბვის მაჩვენებლით ზრდის კომფორტს.
კომფორტული ტრანსპორტირება
ინსტრუმენტის მოსახერხებელი გადაადგილება ხორციელდება სატრანსპორტო სახელურისა და რგოლის ბლოკირების შესაძლებლობის წყალობით.